
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული პროგრამების მართვისა და უწყვეტი განათლების ცენტრი ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობის ფარგლებში 2026 წლის ივლისიდან ტექნიკური და პროფესიული განათლების ევროპული ფორუმის-EFVET (European Forum of Technical and Vocational Education and Training) წევრია.
EFVET წარმოადგენს პროფესიული განათლების ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ და გავლენიან ევროპულ ქსელს, რომელიც აერთიანებს 500-ზე მეტ პროფესიული განათლების ორგანიზაციას 60-ზე მეტი ქვეყნიდან.
ორგანიზაციის მიზანია საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერება, საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება, პროფესიული განათლების ხარისხის განვითარება და ევროპულ პროექტებში მონაწილეობის ხელშეწყობა( Erasmus+, Horizon Europe, Digital Europe, AMIF)
EFVET-ის წევრობა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს უხსნის ახალ შესაძლებლობებს საერთაშორისო პარტნიორობის ზრდისა და გამოცდილების განვითარების მიმართულებით პროფესიულ განათლებაში.
წევრობის ფარგლებში ცენტრი შეძლებს:
- საერთაშორისო პროფესიულ ქსელებში აქტიურ მონაწილეობას;
- ევროპულ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან თანამშრომლობის გაღრმავებას;
- საერთაშორისო პროექტებში ჩართულობას;
- პროფესიული განათლების თანამედროვე ევროპული პრაქტიკისა და გამოცდილების გაზიარებას;
- პროფესიული განათლების სფეროში ინოვაციური მიდგომების გაცნობასა და დანერგვას;
- სტუდენტებისა და პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის საერთაშორისო შესაძლებლობების გაფართოებას.
| უკან |
