
ბსუ-ს პროფესიული პროგრამების მართვისა და უწყვეტი განათლების ცენტრის სტუდენტებმა ახალგაზრდობის სააგენტოს მიერ ორგანიზებულ ანაკლიის ახალგაზრდული ბანაკის მერვე ნაკადში მიიღეს მონაწილეობა, რომელიც 24-28 აგვისტოს ჩატარდა!
ბანაკის ჩატარების მიზანს წარმოადგენდა:
- ახალგაზრდების სოციალური ინტეგრაცია და ინკლუზია;
- ახალგაზრდების აქტიური დასვენების ხელმისაწვდომობა;
- არაფორმალური განათლების მიღების შესაძლებლობა;
- ფიზიკური და ინტელექტუალური პოტენციალის
- გამოვლენის ხელშეწყობა;
- ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და დამკვიდრების ხელშეწყობა;
- ეროვნული და პატრიოტული ღირებულებების დამკვიდრების ხელშეწყობა;
ბანაკის ფარგლებში ახალგაზრდებს შესაძლებლობა ჰქონდათ:
- დაემყარებინათ ახალი მეგობრული და პროფესიული კავშირები;
- ჩართულიყვნენ სხვადასხვა საგანმანათლებლო და გუნდურ აქტივობებში;
- განევითარებინათ ლიდერული, კომუნიკაციისა და თანამშრომლობის უნარები;
- მიეღოთ ახალი გამოცდილება და დაუვიწყარი ემოციები.
ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ პროფესიული განათლება მხოლოდ აუდიტორიით არ შემოიფარგლება-სტუდენტების განვითარება, აქტიური მოქალაქეობა და ახალგაზრდულ ცხოვრებაში ჩართულობა ჩვენი საქმიანობის მნიშვნელოვანი ნაწილია.
| უკან |



