პროფესიული პროგრამების მართვის და უწყვეტი განათლების ცენტრი

მასტერკლასი „AI პრაქტიკაში-შესაძლებლობები, ინსტრუმენტები და გამოყენების თანამედროვე მიდგომები“

სურათი

ბსუ-ს პროფესიული პროგრამების მართვისა და უწყვეტი განათლების ცენტრის ორგანიზებით, ბათუმის ტექნოპარკში ჩატარდა მასტერკლასი „AI პრაქტიკაში-შესაძლებლობები, ინსტრუმენტები და გამოყენების თანამედროვე მიდგომები“, რომელიც პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებისთვის გაიმართა.

მასტერკლასს უძღვებოდა ბათუმის ტექნოპარკის ფაბლაბის მენეჯერი თაზო ჩხარტიშვილი, რომელმაც მონაწილეებს ხელოვნური ინტელექტის თანამედროვე შესაძლებლობები, მისი განვითარების ტენდენციები და სხვადასხვა სფეროში პრაქტიკული გამოყენების მაგალითები გააცნო.

შეხვედრის ფარგლებში სტუდენტებმა იმსჯელეს ხელოვნური ინტელექტის როლზე განათლებაში, ბიზნესსა და ტექნოლოგიებში, გაეცნენ ეთიკური გამოყენების პრინციპებს, Machine Learning-ის საფუძვლებსა და გენერაციული AI-ის შესაძლებლობებს. თეორიული ნაწილი პრაქტიკულ აქტივობებთან იყო შერწყმული.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა