პროფესიული პროგრამების მართვის და უწყვეტი განათლების ცენტრი

მასტერკლასი „რა უნარებს ეძებს დამსაქმებელი?“

სურათი

ბსუ-ს პროფესიული პროგრამების მართვისა და უწყვეტი განათლების ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა მასტერკლასი „რა უნარებს ეძებს დამსაქმებელი?“.

მასტერკლასს უძღვებოდა მერი ნამგალაძე-მარკეტინგული სააგენტო MPROF-ისა და ბათუმის ბიზნეს კლუბის დამფუძნებელი და დირექტორი, რომელმაც მონაწილეებს თანამედროვე შრომის ბაზარზე მოთხოვნადი უნარებისა და კარიერული განვითარების პრაქტიკული გამოცდილება გაუზიარა.

მასტერკლასის ფარგლებში განხილული იყო შრომის ბაზრის ცვლილებები, ხელოვნური ინტელექტისა და ტექნოლოგიების გავლენა დასაქმებაზე, მუდმივი სწავლის მნიშვნელობა, რბილი და ხისტი უნარების როლი, ასევე ნეთვორქინგის მნიშვნელობა პროფესიული შესაძლებლობების შექმნის პროცესში.

პრაქტიკულ ნაწილში მონაწილეებმა პერსონალური SWOT ანალიზის საშუალებით შეაფასეს საკუთარი ძლიერი და სუსტი მხარეები, შესაძლებლობები და გამოწვევები, რაც მათ პროფესიული განვითარების მომდევნო ნაბიჯების დაგეგმვაში დაეხმარება.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა