პროფესიული პროგრამების მართვის და უწყვეტი განათლების ცენტრი

საჯარო ლექცია და გასვლითი ვიზიტი „ბათუმის ეკოლოგიური გამოწვევები და ადამიანის ჯანმრთელობა“

სურათი

ბსუ-ს პროფესიული პროგრამების მართვისა და უწყვეტი განათლების ცენტრის ორგანიზებით  ჩატარდა საჯარო ლექცია და გასვლითი ვიზიტი თემაზე „ბათუმის ეკოლოგიური გამოწვევები და ადამიანის ჯანმრთელობა“.

ღონისძიებას უძღვებოდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, გარემოს მეცნიერებისა და ეკოლოგიის მიმართულების მკვლევარი-გუგული დუმბაძე.

საჯარო ლექციის მიზანი იყო ბათუმის გარემოსდაცვითი გამოწვევების კომპლექსური განხილვა ადამიანის ჯანმრთელობის, ცხოვრების ხარისხისა და ეკოლოგიური უსაფრთხოების კონტექსტში.

ლექცია-პრაქტიკული შეხვედრის დასრულების შემდეგ განხორციელდა გასვლითი ვიზიტი ადლიის წყალარინების (ჩამდინარე წყლების გამწმენდი) ნაგებობაში, სადაც სტუდენტები უშუალოდ გაეცნენ ბათუმში ჩამდინარე წყლების გაწმენდის თანამედროვე მეთოდებს.

ღონისძიებამ ხელი შეუწყო სტუდენტებისა და საზოგადოების ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებას, კრიტიკული და მონაცემებზე დაფუძნებული აზროვნების განვითარებას, აგრეთვე გარემოს მონიტორინგის პრაქტიკული უნარების გაძლიერებას.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა