
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა პროფესიული უნარების სააგენტოს მიერ გამოცხადებულ „ექსტრაკურიკულური აქტივობების განვითარების ხელშეწყობის“ საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა.
საგრანტო პროექტის ფარგლებში ბსუმ, აჭარის დასაქმების სააგენტოსთან პარტნიორობით, განახორციელა ინოვაციური ინიციატივა - „კარიერის კომპასი“, რომელმაც შექმნა ეფექტიანი პროფორიენტაციისა და უნარების გაზიარების სისტემა. პროგრამა დაეხმარა მონაწილეებს საკუთარი შესაძლებლობების შეფასებაში, თანამედროვე შრომის ბაზრის მოთხოვნების გაცნობაში და პროფესიული გზის სწორად შერჩევაში.
პროექტი განახორციელა ბსუ-ს პროფესიული პროგრამების მართვისა და უწყვეტი განათლების ცენტრმა, ცენტრის სტუდენტები აქტიურად იყვნენ ჩართული პროფესიული უნარების გავრცელებასა და პოპულარიზაციაში.
პროექტის ფარგლებში ბსუ და აჭარის დასაქმების სააგენტო ერთობლივად ახორციელებდა ღონისძიებებს განათლებისა და დასაქმების სფეროში, რამაც ხელი შეუწყო ახალგაზრდების კარიერულ განვითარებას რეგიონში.
| უკან |
