პროფესიული პროგრამების მართვის და უწყვეტი განათლების ცენტრი

ბსუ-ში პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის ტრენინგი ჩატარდა

სურათი

ბსუ-ში დამწყები და მოქმედი პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის ჩატარდა ტრენინგი თემაზე: პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელება, მისი რესურსები, გამოწვევები, სიახლეები და მიდგომები“. ტრენინგის მიზანი პროფესიული განათლების მასწავლებელთა სასწავლო პროცესში ადაპტაციის ხელშეწყობა, ასევე სწავლებისა და შეფასების უნარების გაძლიერება იყო.

ტრენინგის ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავებისა და განხორციელების თავისებურებები, საგანმანათლებლო სტანდარტის მოთხოვნები და პროფესიული მასწავლებლის როლი ავტორიზაციის პროცესში. ასევე ყურადღება გამახვილდა კალენდარული გეგმის შემუშავების სპეციფიკასა და პროფესიულ განათლებაში სწავლებისა და შეფასების თანამედროვე მიდგომებზე.

აღნიშნული ტრენინგი ჩატარდა ბსუ-ს პროფესიული განათლების მასწავლებელთა თვითშეფასებისა და საჭიროებათა კვლევის შედეგების საფუძველზე, რაც მონაწილეთა პრაქტიკულ საჭიროებებზე მორგებულ სწავლებას უზრუნველყოფდა.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა