პროფესიული პროგრამების მართვის და უწყვეტი განათლების ცენტრი

ბსუ-ს პროფესიული პროგრამების მართვისა და უწყვეტი განათლების ცენტრში სტუდენტთა საერთაშორისო დღე აღინიშნა

სურათი

ბსუ-ს პროფესიული პროგრამების მართვისა და უწყვეტი განათლების ცენტრში სტუდენტთა საერთაშორისო დღე აღინიშნა. ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა სტუდენტებთან შეხვედრა გამართეს და 2023 წლის შემოდგომაზე ჩარიცხულ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებს ინფორმაცია მიაწოდეს ბსუ-ს მისიაზე, ხედვასა და ღირებულებებზე, პროფესიული განათლების შესაძლებლობებზე, სტუდენტთა უფლებებსა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე. ბსუ-ს პროფესიული პროგრამების მართვისა და უწყვეტი განათლების ცენტრის დირექტორმა მადონა მიქელაძემ პროფესიულ სტუდენტებს სტუდენტთა საერთაშორისო დღე მიულოცა და წარმატებები უსურვა.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა