ქართველოლოგიის ცენტრი

გამოიცა მონოგრაფია „მარადიდი“

სურათი

ბსუ-ს ქართველოლოგიის ცენტრის მკვლევარებმა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო პროექტის ფარგლებში  მონოგრაფია „მარადიდი“ გამოსცეს.  ნაშრომში ქართულ და უცხოურ წყაროებსა და სამეცნიერო ლიტერატურაზე, ასევე, კომპლექსურ ექსპედიციებსა და სამეცნიერო მივლინებებში თურქეთსა (ზედა მარადიდი და ჭოროხის აუზის სხვა დასახლებები, ასევე,  მარადიდელ და, საზოგადოდ, ქართველ მუჰაჯირთა შთამომავლების სოფლები) და საქართველოში (ქვედა მარადიდი და მახლობელი სოფლები) შეკრებილ მასალებზე დაყრდნობით შესწავლილია სახელმწიფო საზღვრით საუკუნის წინ ორად გაყოფილი სოფელი მარადიდი, ასევე, მარადიდელ მუჰაჯირთა შთამომავლების დასახლებები თურქეთის შიდა პროვინციებში.

მონოგრაფიის ავტორები არიან პროფესორები: მალხაზ ჩოხარაძე (იდეის ავტორი და რედაქტორი), მამია ფაღავა, ნათელა ფარტენაძე, თინა შიოშვილი, ზაზა შაშიკაძე; აკადემიური დოქტორები: რუსლან ბარამიძე, თამარ ჩოხარაძე.

ნაშრომი კარგ სამსახურს გაუწევს ისტორიკოსებს, ლიტერატურათმცოდნეებს, ეთნოლოგებს, ფოლკლორისტებს, ენათმეცნიერებს და, საზოგადოდ, ჭოროხის აუზის წარსულით და თანამედროვე ყოფით დაინტერესებულ მკითხველებს.

„მარადიდის“ სამეცნიერო ხელმძღვანელია პროფესორი მალხაზ ჩოხარაძე, კოორდინატორი -   პროფესორი მამია ფაღავა.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა