განათლების ფაკულტეტი

„ტოლერანტობისა და ინტერკულტურული განათლება“

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის მაგისტრანტებმა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებულ ,,ტოლერანტობისა და ინტერკულტურული განათლების“ სეზონურ სკოლაში მიიღეს მონაწილეობა. თბილისში, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში გამართულ რვადღიანი სწავლებაში კონკურსის წესით შერჩეული 45 ახალგაზრდა მონაწილეობდა და მიზნად ისახავდა განათლების სფეროთი ახალგაზრდების მეცნიერებით დაინტერესებას, კვალიფიკაციის ამაღლებასა და კვლევის მეთოდების გაცნობას. სკოლა ასევე ითვალისწინებდა ტრანსფერული უნარ-ჩვევების განვითარებას, ინტერდისციპლინური თანამშრომლობის წახალისებას, საერთაშორისო თანამშრომლობისა და საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში ინტეგრირების ხელშეწყობას.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა