განათლების ფაკულტეტი

სამუშაო შეხვედრა უფსალის უნივერსიტეტში

სურათი

29-31 აგვისტოს უფსალის უნივერსიტეტმა (შვედეთი) უმასპინძლა სამუშაო შეხვედრას ერასმუს პლუსის ინსტიტუციური განვითარების პროექტის: „აკადემიური კეთილსინდისიერება ხარისხიანი სწავლისა და სწავლებისთვის ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში (INTEGRITY)“ ფარგლებში, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ბსუ-ს სამმა წარმომადგენელმა. ტრენინგის ფარგლებში ყურადღება გამახვილდა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკადემიური წერის სწავლებასთან დაკავშირებულ საკითხებზე, სტუდენტური სერვისების მნიშვნელობაზე, რომლებიც მათ დაეხმარება აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპების დაცვით ნაშრომის მომზადებაში. ასევე დეტალურად განიხილეს უნივერსიტეტის იმ სტრუქტურული ერთეულების მუშაობის პრინციპები, რომლებიც პასუხისმგებელია აღნიშნული სერვისების მიწოდებაზე. აღნიშნულ სერვისებს სტუდენტებს პროექტში ჩართული 13 ქართული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უახლოეს მომავალში შესთავაზებს, ხოლო ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სერვისი 2018 წლის შემოდგომის სემესტრიდან ამოქმედდება.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა