ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

ტრენინგი სწავლისა და სწავლების აქტუალურ საკითხებზე

სურათი

24-26 მაისს ევროკომისიის უმაღლესი განათლების რეფორმის ექსპერტმა, ირინე დარჩიამ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელებისა და ხარისხის კოორდინატორებისათვის  ტრენინგი ჩაატარა. სწავლება მოიცავდა სამ მოდულს: ერთობლივი საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამების მომზადება და განხორციელებას;  „საერთაშორისო აკრედიტაციას“ - უცხოეთის სააკრედიტაციო სააგენტოს მიერ აკრედიტაციის მოპოვებას; სწავლისა და სწავლების, შეფასების მეთოდები, როგორც სწავლის შედეგების მიღწევის საშუალება ჰუმანიტარულ მეცნიერებებში.

ტრენინგის მონაწილეებმა გაეცნენ სწავლისა და სწავლების, შეფასების მეთოდების შემდეგ თეორიულ და პრაქტიკულ საკითხებს: სწავლის შედეგების ფორმირება განახლებული ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს კონტექსტში; სწავლებისა და სწავლის მეთოდების კავშირი სწავლის შედეგებთან; შეფასების მეთოდების კავშირი სწავლის შედეგებთან; სწავლისა და სწავლების, შეფასების მეთოდები და სწავლის შედეგები აკრედიტაციის სტანდარტების კონტექსტში; სწავლების და სწავლის მეთოდები და სტუდენტთა ცოდნის შეფასების სისტემა ჰუმანიტარულ მეცნიერებებში თუნინგის მეთოდოლოგიის და ბრიტანეთის ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოს დარგობრივი მახასიათებლების მიხედვით;მ ევროპული გამოცდილება ჰუმანიტარულ მეცნიერებებში (Erasmus Mundus Joint Master Programs).


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
ნინოშვილის/რუსთაველის ქ. 35/32
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა