სპორტი

საბრძოლო ხელოვნება - "ვინჩუნი"

ვინ ჩუნი ("მარადიული გაზაფხული") - უშუს ჩინური სკოლაა. ვინ ჩუნიში გამოიყენება მრავალი საბრძოლო ტექნიკა, რის გამოც ითვლება უშუს საბრძოლო მიმართულებად. ბრძოლა ვინ ჩუნში დაფუძნებულია პრინციპებზე, რომლებიც მიიღწევა მოწაფის მიერ ვარჯიშიდან ვარჯიშამდე. შეტევის ხაზიდან გასვლები ივსება მყისიერი სწორხაზოვანი შეტევებით უკიდურესად მოკლე მანძილზე მიახლოვებისას. ხშირად ბრძოლა მთავრდება მუხლის ან იდაყვის დარტყმებით. მოძრაობა "წებოვანი ხელები" (ჩი საო) მებრძოლს შესანიშნავი ორიენტირების საშუალებას აძლევს ახლო დისტანციებზე. არსებობს დანის ტექნიკაც, რაც მჭიდროდ არის დაკავშირებული ხელის ტექნიკასთან და უიარაღო ილეთებთან. "წებოვან ხელებთან" ერთად შეისწავლება დაჭერები და გდებები. 

უნივერსიტეტის ნებისმიერ სტუდენტს (ვაჟებს, გოგონებს) შეუძლია გაიაროს რეგისტრაცია და შერჩევის საფუძველზე ჩაირიცხოს კლუბში.

მწვრთნელი ირაკლი ფერსელიძე ☎ 514 56 60 60

რეგისტრაცია გაიარეთ შემდეგ მისამართზე:  portal.bsu.edu.ge

ინფორმაციისთვის მიმართეთ ბსუ-ს კარიერული განვითარების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის კულტურისა და სპორტის განყოფილებას.

ბოჩია ზარანდია ☎ 599 12 92 36.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა