იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

ნიდერლანდების ბიზნეს-აკადემიის ლექტორის ლექციათა ციკლი მედიაციის მოკლევადიანი პროგრამის მსმენელთათვის

სურათი

19-27 მარტს, ბსუ-ს მედიაციის მოკლევადიანი პროგრამის მსმენელთათვის პროფესორი იან ვან ზვიეტენი წარუძღვა ონლაინ-ლექციათა ციკლს მედიაციის ძირითადი ჩარჩოს, ფაზების, ტექნიკისა და უნარ-ჩვევების საკითხებზე. პროფესორი იან ვან ზვიეტენი არის ნიდერლანდების ბიზნეს-აკადემიის რექტორი, გამოცდილი მედიატორი და ტრენერი მედიაციის დარგში. ლექციათა მსვლელობის პროცესში მსმენელებს ასევე ჰქონდათ საშუალება,  გაცნობოდნენ ნიდერლანდების გამოცდილებას მედიაციის სფეროში, პრაქტიკულად გაევარჯიშებინათ მედიატორის ტექნიკა როლური თამაშების მეშვეობით და გაეგოთ მეტი დაფარული მოტივების შესახებ მედიაციის პროცესში.

შეხვედრებს მონაწილეებთან და ტრენერთან ერთად, ესწრებოდნენ მურსიას კათოლიკური უნივერსიტეტისა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლებიც.

ლექციათა ციკლი ორგანიზებულია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის MEDIATS-ის (მედიაცია: ტრენინგი და საზოგადოების ტრანსფორმაცია) ფარგლებში.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა