იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

საჯარო შეხვედრა თემაზე: "სამართლის პრაქტიკული უნარების განვითარება რეგიონულ უნივერსიტეტებში"

სურათი

16-17 ივლისს,  ბსუ-ს იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ჩატარდა საჯარო შეხვედრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტის სამართლის საგანმანათლებლო პროგრამების წარმომადგენლებთან. საჯარო შეხვედრა გაიმართა თემაზე: "სამართლის პრაქტიკული უნარების განვითარება რეგიონულ უნივერსიტეტებში". შეხვედრაზე ასევე განიხილეს რეგიონული იმიტირებული სასამართლო პროცესების შეჯიბრის წესები ადამიანის უფლებათა სამართალში.

შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში წარიმართა და დაიგეგმა სამომავლო ურთიერთობები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია სამართლის საგანმანათლებლო პროგრამების განვითარებისათვის და სტუდენტებისათვის.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა