იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

შეხვედრა ლატვიის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანთან ანიტა როდინასთან

სურათი

ბსუ-ს იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი ლევან ჯაყელი და ასოცირებული პროფესორი მალხაზ ნაკაშიძე ლატვიის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანს, ასოცირებულ პროფესორ ანიტა როდინას შეხვდნენ. მხარეებმა შეხვედრაზე განიხილეს ლატვიის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტსა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტს შორის სამომავლო თანამშრომლობის, სტუდენტთა და აკადემიური პერსონალის გაცვლითი პროგრამის ამოქმედების შესაძლებლობები. ლატვიის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულეტის დეკანმა ანიტა როდინამ ქართველი კოლეგები საპასუხო ვიზიტით ლატვიის უნივერსიტეტის 100 წლის საიუბილეო ღონისძიებაზე მიიწვია, რომელიც რიგაში 2019 წლის 16-18 ოქტომბერს გაიმართება. შეხვედრა  ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და მიკოლას რომერის უნივერსიტეტის ერთობლივი საერთაშორისო საზაფხულო სკოლა „კონსტიტუციური დემოკრატია: თანამედროვე გამოწვევები“ ფარგლებში გაიმართა.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
ნინოშვილის/რუსთაველის ქ. 35/32
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა