იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

პროფესორ ფრანც კოკის ვიზიტი

სურათი

ერასმუს+-ის საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში, იურდიულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტს ზალცბურგის უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა დეპარტამენტის პროფესორი ფრანც კოკი ეწვია. ვიზიტის ფარგლებში პროფესორი ფრანც კოკი იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანს ლევან ჯაყელსა და საზოგადოებრივ და პოლიტიკურ მეცნიერებათა დეპარტამენტის პროფესორ-მასწავლებლებს შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს პოლიტიკის მეცნიერების აქტუალური საკითხები, პოლიტიკის მეცნიერების სწავლების ინოვაციური მეთოდები, სამეცნიერო-კვლევითი თანამშრომლობის სამომავლო გეგმები და 2019-2023 წლებში ერასმუს +-ის ფარგლებში სტუდენტთა და პროფესორთა გაცვლის პროგრამის დეტალები.

შეხვედრაზე მხარეებმა ასევე ისაუბრეს საბაკალავრო პროგრამაზე - საჯარო მმართველობა და სამაგისტრო პროგრამაზე - პოლიტიკის მეცნიერებები და სახელმწიფო მართვა განხილვა-შეფასება.
 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
ნინოშვილის/რუსთაველის ქ. 35/32
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა