იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

ტრენინგი რადიკალიზაციისა და ძალადობრივი ექსტრემიზმის კუთხით ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობის შესახებ

სურათი

საქართველოს განვითარებისა და სტრატეგიის ცენტრმა (GCSD - Georgian Center for Strategy and Development) ტრენინგი ჩაატარა რადიკალიზაციისა და ძალადობრივი ექსტრემიზმის კუთხით ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობის შესახებ. ტრენინგში მონაწილეობა მიიღეს ბათუმის შოთა რუსთაველის სახლემწიფო უნივერსიტეტის  იურიდიული და სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტის ასოცირებულმა პროფესორმა ირაკლი მანველიძემ და ევროპისმცოდნეობის სპეციალობის IV კურსის სტუდენტმა მარიამ ფუტკარაძემ.

ტრენინგზე თეორიული და რეალური მაგალითების განხილვისა და დისკუსიის ფორმატში მონაწილეებმა იმსჯელეს, თუ რა შეიძლება იყოს გზა, ახალგაზრდების მეტი ჩართულობისა და ეფექტიანი ალტერნატიული ნარატივების მიწოდების კუთხით. ასევე განიხილეს საქართველოში არსებული ყველა ფორმის რადიკალიზაციისა და ძალადობრივი ექსტრემიზმის ნიშნები, გამოწვევები და პრევენციის შესაძლო გზები.

ღონისძიება პროექტის „ადგილობრივი საზოგადოების მხარდაჭერის ინიციატივა საქართველოში“ ფარგლებში, PH International-ის ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა