ფსიქოლოგიის პროგრამის სტუდენტებმა ბავშვებსა და მშობლებს უფასო კონსულტაციები გაუწიეს
4 ივნისი 2021 წელი
ფსიქოლოგიის პროგრამის სტუდენტებმა ბავშვებსა და მშობლებს უფასო კონსულტაციები გაუწიეს
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სოციალური დეპარტამენტის პროფესორმა ეთერ ვარშანიძემ და ფსიქოლოგიის პროგრამის სტუდენტებმა ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით, 1-4 ივნისს, ბათუმის რესპუბლიკურ კლინიკურ საავადმყოფოში ბავშვებსა და მშობლებს უფასო კონსულტაცია გაუწიეს. კონსულტაცია ითვალისწინებდა ისეთი აქტუალური საკითხების გაცნობას, როგორიცაა: ბავშვების აღზრდა პოზიტიურად, მშობელსა და შვილს შორის არსებული კონფლიქტის მოგვარების გზები.
სრულად