ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტი

ბსუ-ში ბავშვთა საერთაშორისო დღე აღინიშნა

სურათი

ბსუ-ს ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის ბავშვთა უფლებათა ცოდნის ცენტრში ბავშვთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი დებატები გაიმართა თემაზე: „რა ვიცით ბავშვთა უფლებების შესახებ“. ღონისძიება მიზნად ისახავდა ბავშვის უფლებების ცენტრის ცნობადობის გაზრდასა და ცენტრის საქმიანობის მომავალი ხედვის შემუშავებაში სტუდენტებისა და მოსწავლეების მონაწილეობის ხელშეწყობას. დებატებში მონაწილეობა მიიღეს ბსუ-ს პროფესორ-მასწავლებლებმა, სტუდენტებმა, ბათუმის №3, № 6, №15 და კერძო სკოლა „იუჯის“ მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა. მონაწილეებს მიესალმა და ბავშვთა უფლებათა ცოდნის ცენტრის მუშაობის გამოცდილება გაუზიარა ბსუ-ს ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ლელა თურმანიძემ.

ღონისძიებაზე მონაწილეებმა იმსჯელეს ბავშვთა უფლებების დაცვისა ბავშვთა უფლებათა კონვენციის აქტუალურ საკითხებზე, საქართველოში არსებულ სტერეოტიპებზე, ემოციურ უსაფრთხოებაზე და დაასახელეს მათთვის ცნობილი სიტუაციები ბავშვთა უფლებების  დაცვისა და დარღვევის შესახებ; დებატების ფარგლებში სტუდენტებმა და მოსწავლეებმა განიხილეს კონკრეტული  სიტუაციური ამოცანები, იმსჯელეს პრობლემებზე, მათი გადაჭრის გზებზე და წარმოადგინეს არგუმენტირებული პრეზენტაციები. ასევე ჩატარდა აქტივობა „ძაფის გორგალი“.

ღონისძიების დასასრულს, დებატის ყველა მონაწილეს საჩუქრად გადაეცა პროფესორ ლელა თავდგირიძისა და ასოცირებულ პროფესორ ნატო შეროზიას წიგნი „უსაფრთხო სკოლის ოპტიმალური მოდელის გამოვლენა საქართველოს სოციალურ კონტექტში“.

 

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა