ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტი

Data Bootcamp-ის რჩეული გუნდის წევრებად ბსუ-ს სტუდენტები გურამ დავითაძე და თინათინ როდინაძე დასახელდნენ

სურათი

23-29 ოქტომბერს Data Bootcamp-ში მონაწილეობა მიიღეს ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერების ძირითადი და დამატებითი საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებმა გურამ დავითაძემ, თინათინ როდინაძემ და არჩილ თავდგირიძემ. პრაქტიკული და თეორიული სწავლება ითვალისწინებდა მონაწილეების ბიზნეს იდეებისა და პროტოტიპების წარდგენას. Data Bootcamp-ის რჩეული გუნდის წევრები გახდნენ ბსუ-ს სტუდენტები გურამ დავითაძე და თინათინ როდინაძე, რომლებიც დაჯილდოვდნენ 1000-ლარიანი ვაუჩერით. წარმატებული სტუდენტები ასევე 5 საუკეთესო მონაწილეთა შორის დასახელდნენ და სტაჟირებას გაივლიან თიბისი ბანკის  მონაცემთა მეცნიერების დეპარტამენტში.

7-დღიან ინტენსიურ სასწავლო კურსებზე მონაწილეებმა გაიღრმავეს ცოდნა ხელოვნური ინტელექტის (AI), მანქანური სწავლების (ML) და კომპიუტერული ხედვის (CV) მიმართულებით.
Data Bootcamp-ი თიბისის განათლების პროგრამის ფარგლებში, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა (GITA) ქლევერტონისა და ბათუმის ტექნოპარკის ორგანიზებით ჩატარდა.
 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა