ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტი

ბსუ-ს ქობულეთის მუნიციპალიტეტის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეები ეწვივნენ

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს ქობულეთის მუნიციპალიტეტის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეები ეწვივნენ. ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ლელა თურმანიძემ მოსწავლეებს ბსუ-ს ინფრასტრუქტურა გააცნო და ესაუბრა უნივერსიტეტის ისტორიაზე, მიღწევებსა და ქვეყნის განვითარების საქმეში შეტანილ როლზე. „ერაზმუს+“-ის HEIN 4-ის პროექტის  ფარგლებში დაფუძნებულ  ინოვაციათა ლაბორატორიაში პროფესორმა ლელა თურმანიძემ მათემატიკის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებთან ერთად ახალგაზრდებს ჩაუტარა ტრენინგი თემაზე: „K 12 საგანმანათლებლო რესურსები და მათი გამოყენებანი“. ასევე პედაგოგიურ მეცნიერებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ასოცირებულმა პროფესორმა ნატო შეროზიამ მოსწავლეებს გააცნო სკოლისა და უნივერსიტეტის თანამშრომლობის მნიშვნელოვანი საკითხები.  


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა