ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტი

„კვლევა ფსიქიკური ჯანმრთელობის ხარისხიანი სერვისებზე ახალგაზრდების ხელმისაწვდომობის შესახებ“

სურათი

2022 წელს,  ბსუ-ს ბავშვთა უფლებების ცოდნის ცენტრში, გაეროს ბავშვთა ფონდის UNICEF -ის საგრანტო პროექტის  ფარგლებში განხორციელდა „კვლევა ფსიქიკური ჯანმრთელობის ხარისხიანი სერვისებზე ახალგაზრდების ხელმისაწვდომობის შესახებ“, რომლის მიზანია 18-დან 24 წლამდე ახალგაზრდების ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ კვლევა ახალგაზრდების ფსიქიკური ჯანმრთელობის საჭიროებების დასადგენად. კვლევის შედეგები  ხელს შეუწყობს საზოგადოების ინფორმირებას და სერვისების განვითარებას, რათა უკეთ დაეხმაროს ახალგაზრდებს ჯანსაღი და პროდუქტიული ცხოვრების წარმართვაში როგორც საკუთარ სახლებში, ასევე თემებში. პროექტის ფარგლებში, კვლევა განხორციელდა საქართველოს 9 უმაღლეს სასწავლებელში. ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეირჩა 800 სტუდენტი საბაკალავრო, სამაგისტრო პროგრამიდან.

კვლევაში ჩართული იყო: ლელა თავდგირიძე - ბსუ-ს ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის პროფესორი, ნატო შეროზია - ბსუ-ს ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი,  უფროსი მკვლევარი; გიორგი ქათამაძე - ბსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასისტ. პროფესორი, მკვლევარის ასისტენტი, ტრენერი; ქეთევან თადუმაძე - პედაგოგიურ მეცნიერებათა დეპარტამენტის სპეციალისტი, ტრენინგების, ონლაინ და პირისპირ შეხვედრების ორგანიზიებაზე პასუხისმგებელი პირი და მაია ბოლქვაძე - ბსუ-ს ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის მოწვეული მასწავლებელი, კვლევის სტატიკური ანალიზის  ინგლისურ ენაზე მომზადებაზე პასუხისმგებელი პირი.

მონაცემთა შეგროვების, ტრანსკრიპტების მომზადებისა და  მონაცემთა დამუშავებისათვის კვლევაში აქტიურად ჩაერთნენ მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის მე-3 და მე-4 კურსის სტუდენტები თეონა ქარცივაძე და მელანო ანანიძე, სამართალმცოდნეობის სპეციალობის მე-3 კურსის სტუდენტი ხატია ლეონიძე.

პროექტის კოორდინატორმა ლელა თავდგირიძემ და უფროსმა მკლევარმა ნატო შეროზიამ კვლევაში  ჩართულ სტუდენტებსა და მკვლევრებს დამდეგი შაბა-ახალი წელი მიულოცეს და სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა