ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტი

ბსუ-ს მაგდებურგის ოტო ფონ გერიკის უნივერსიტეტის პროფესორები ეწვივნენ

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში მაგდებურგის ოტო ფონ გერიკის უნივერსიტეტის პროფესორები ფრენკ ბიუნინგი და ასტრიდ სელტრეხტი ეწვივნენ. ბსუ-ს რექტორის მოადგილესა და პროფესორ-მასწავლებლებთან გამართულ შეხვედრაზე სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის „პროფესიული განათლება და ადამიანური რესურსების განვითარება“ წარდგენა გაიმართა. ასევე მოეწყო დისკუსია სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის განვითარების პერსპექტივებზე. ღონისძიების მონაწილეებმა პროგრამის განხორციელების ძლიერ მხარეებზე, საჭიროებებსა და სტუდენტთა გაცვლითი პროგრამებზე იმსჯელეს. ასევე დაიგეგმა ქართველი და გერმანელი მკვლევრების ერთობლივი სამეცნიერო კვლევების განხორციელება.

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და მაგდებურგის ოტო ფონ გერიკის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი 2016 წელს გაფორმდა.
 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა