ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტი

ERASMUS+-ის საგრანტო პროექტის Love Distance-ს კონსორციუმის საერთაშორისო შეხვედრა

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა ნანა მაკარაძემ, ამირან შარაძემ და ნინო მიქელაძემ 24-27 თებერვალს პორტოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში (IPP) გამართულ, ERASMUS+–ის პროექტის ,,სწავლების ოპტიმიზაცია და აკადემიური ინკლუზია დისტანციური სწავლებისა და სწავლის გამოყენებით" (Learning Optimization and Academic Inclusion Via Equitative Distance Teaching and Learning -  Love Distance) ფარგლებში გამართულ კონსორციუმის პირველ საერთაშორისო შეხვედრაში (Kick-off meeting) მიიღეს მონაწილეობა. შეხვედრაზე პროექტის პარტნიორი დაწესებულებების წარმომადგენლები საქართველოდან, ესპანეთიდან, რუმინეთიდან, ისრაელიდან პროექტის მიზნებს, ამოცანებს, მენეჯმენტს და სხვა აქტუალურ საკითხებს გაეცნენ. ღონისძიების ფარგლებში ასევე გაიმართა დისკუსია პროექტის პარტნიორ უნივერსიტეტებში საპილოტე რეჟიმში დისტანციური სწავლების დასანერგად მიმართულებებისა და კურსების შერჩევის მექანიზმებზე.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა