ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტი

PAWER-ის პროექტის მეხუთე საკოორდინაციო შეხვედრა

სურათი

ყირგიზეთის ეროვნულ აგრარულ უნივერსიტეტში გაიმართა Erasmus +-ის (574099-EPP-1-2016-1-IT-EPPKA2-CBHE-SP – PAWER) - „ინტერრეგიონული მობილობის დახვეწა და შესაბამისობის, მართებულობისა და ხარისხის უზრუნველყოფა“ პროექტის მეხუთე საკოორდინაციო შეხვედრა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ბსუ-ში PAWER-ის პროექტის მენეჯერი, ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის დეკანი,  ასოცირებული პროფესორი ლელა თურმანიძე და უფროსი მასწავლებელი, პროექტის მონაწილე ლია დავითაძე. შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს პროექტის ფარგლებში მიღწეული შედეგები, თითოეული პარტნიორი უნივერსიტეტის ხედვა საერთაშორისო და რეგიონული მობილობის პროცესში არსებული გამოწვევების, პროცესის გამჭვირვალობის, სანდოობისა და ხარისხის გასაუმჯობესებლად. დაიგეგმა აქტივობები პროექტის შემდგომი განვითარებისთვის.

სრული ინფორმაცია პროექტის შესახებ იხილეთ  ვებგვერდზე: http://pawer.univaq.it/


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა