ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტი

პროფესიული განათლებისა და ადამიანური რესურსების განვითარების ახალი სამაგისტრო პროგრამა

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით ახალი სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა „პროფესიული განათლება და ადამიანური რესურსების განვითარება“ ამოქმედდება. 2019 წლის 8-12 აპრილს ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში  პროფესორ-მასწავლებელთა ტრენინგი გაიმართა, რომელიც მიზნად ისახავდა ახალი სამაგისტრო პროგრამის განმახორციელებელი პროფესორ-მასწავლებლების გადამზადებას. ტრენინგში ბსუ-ს წარმომადგენლებმაც მიიღეს მონაწილეობა. ტრენინგს უძღვებოდა მაინცის იოჰანეს გუტენბერგის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორი, დოქტორი მარკუს მ. ბიონერი.

სამაგისტრო პროგრამა შემუშავდა გერმანულ-ქართული ბილატერალური პროგრამის „კერძო სექტორის განვითარება და პროფესიული განათლება სამხრეთ კავკასიაში“ (PSD TVET) ფარგლებში, რომელიც გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) დახმარებით ხორციელდება. გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) გერმანული არაკომერციული ფედერალური ორგანიზაციაა.
 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა