ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტი

განცხადება

სურათი

გარდაიცვალა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის მათემატიკის დეპარტამენტის ღვაწლმოსილი მათემატიკოსი ვლადიმერ ხალვაში. ბატონმა ვლადიმერ ხალვაშმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მომავალი თაობების აღზრდასა და მათემატიკის სკოლის განვითარებაში. იგი  პარალელურად ეწეოდა ნაყოფიერ სამეცნიერო-კვლევით მუშაობას, იკვლევდა რიცხვთა თეორიას, განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა ერთ მაგიურ  კვადრატს, რომელიც შედგება მხოლოდ მარტივი რიცხვებისაგან და უკავშირდება წმინდა ნინოს სახელს.  ვლადიმერ ხალვაში არის რამდენიმე ათეული სამეცნიერო სტატიისა და თერთმეტი მონოგრაფიის ავტორი.

ხანგრძლივი, ნაყოფიერი სამეცნიერო და პედაგოგიური მოღვაწეობისათვის, ახალგაზრდა კადრების მომზადებაში შეტანილი წვლილისთვის ვლადიმერ ხალვაში დაჯილდოებული იყო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს საპატიო სიგელით.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა