სემინარები

სასემინარო თემა: „ფრაზეოლოგიზმთა კვლევის ასპექტები“ ქართული ფილოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი ნანა ცეცხლაძე, 11 იანვარი, 2018 წელი, 15:00 საათი, 37-ე აუდიტორია.

ფრაზეოლოგიზმთა კვლევა სხვადასხვა ასპექტითაა შესაძლებელი. მათგან ყველაზე საინტერესო და ამავე დროს აქტუალურია ლინგვოკულტუროლოგიური ანალიზი, ლინგვოპრაგმატიკული ანალიზი, კულტურათშორისი კომუნიკაცია და თარგმნის პრობლემები.

I. XXI საუკუნის ლინგვისტიკაში აქტუალურია კვლევის  მიმართულება, რომლის მიხედვითაც ენა მოიაზრება, როგორც ეროვნების  კოდი.Yლოგოეპისტემებში კარგადაა შემონახული ეთნოსის ფონური ინფორმაცია. ისინი ეროვნული სამყაროს კულტურული ხატებია,

ა) ხატოვან  სიტყვა-თქმებში დაცულია ისტორიული ფაქტები და კონკრეტული გეოგრაფიული გარემო, ტოპონიმები: ეგ არის და გორის ციხე (გორის ციხესავით მტკიცე, უძლეველი); კაკას ხიდი გაიარა (კვალწმინდად დაიღუპა- ქვემოი მერეთიდან კაკას ხიდით გაჰყავდათ ტყვეები); სინონიმურია ფრაზეოლოგიზმი- ჩაილურის წყალი დალია; აქედანდა ახალციხეო (ახალციხე სიშორეს აღნიშნავს); ბევრჯერ გაიხედავ საქარიას ქედზეო (ამაოდ ელოდები რამეს უშრომლად; საქარია- ქედი დიღომთან, სადაც თავს იყრიდნენ ზარმაცები, უქნარები); მტკვარი ვერ გარეცხავს (მტკვარი - დიდი წყალი. კონკრეტულ კუთხეში მას აქვს სტრუქტურული ვარიანტები: ჭოროხის//ჩაქვის წყალი ვერ  გარეცხავს).

ბ) აქ შემონახულია ცნობები კონკრეტული პიროვნებების შესახებაც: გაგუნაანთ დერეფანი გახდა, გათავდა ბუხუიას პურობა, ციციაანთ სუფრა(უპურობა), ციციაანთ დავა.

გ) დაცულია გარკვეული წეს-ჩვეულებები, რომლებითაც რეგულირდებოდა მორალი და ზნეობრივი ღირებულებანი: მანდილის//ლეჩაქის მოხდა; ულვაშისაწევა//მოპარსვა (შერცხვენა); ჩაქოლვა (ჩაქვავება); თავზე ლაფის დასხმა (შერცხვენა); პირშავი (შერცხვენილს პირზე მურს  სცხებდნენ); ყურმოჭრილი  მონა; არ ეხახვება.

დ) შემონახულია ცნობები ხალხური მედიცინის შესახებ: ყურებზე ხახვია რდამაჭრა (სადეზინფექციოდ ხახვს იყენებდნენ), ბალბა არ მომიხარშო, თავზე ბალბა  დავადე(დავამშვიდე).

ე) დაცულია რწმენა-წარმოდგენები: ხორცისა და სულის გაყრა, სულის განტევება, სულის ძლევა/მიცემა//დალოცვა/მიბარება უფლისადმი (სიკვდილი); ცხვარი ფეხზე ჰყავს მოკიდებული; შენი ლავაში დავხიე  (აღმოსავლეთ საქართველოს წეს-ჩვეულება); ჭერის ახსნა, შაბზე წავიდა//მარილზე წავიდა (გარდაიცვალა). 

კონკრეტული ხალხის ფრაზეოლოგიის ცოდნა ნიშნავს ზემოდასახელებული ინფორმაციის ფლობას, ამიტომ თარგმნისას ლოგოეპისტემა განსაკუთრებულ სიფრთხილეს მოითხოვს.

II.თანამედროვე ლინგვისტიკაში მეტად აქტუალურია კულტურათშორისი კომუნიკაციების, კულტურათა დიალოგის კვლევა ქართულ-თურქული  საინტერესოა ფრაზეოლოგიურ ვარიანტების მიხედვით.
შეძულება, ათვალწუნება ქართულში გადმოიცემა გულიდან ამოგდება  ფრაზეოლოგიზმით.
თურქულში გვაქვს თვალიდან ჩამოგდება//საშლელი გადაუსვა//რუკიდან ამოშალა//დავთრიდან ამოშალა. ქართულში წყენის დამახსოვრება, დაბოღმვა გადმოიცემა ფრაზეოლოგიზმებით: გულში ჩაჭედვა, გულში ჩახვევა, გულში ჩარჩენა, გულში  შენახვა, გულში გამოკოჭვა, გულში გამობოყვა. თურქულში ეს სემანტიკა გადმოიცემა თავში (გონებაში) ჩადება ფრაზეოლოგიზმებით.
თურქი გულწრფელობის აღსანიშნავად იყენებს ფრაზეოლოგიზმს სულით, თავით...ქართველი იტყვის, სულით, გულითო. რამის დასამტკიცებლად ჩვენში იტყვიან, გულზე ხელი დაიდოო, თურქი იტყვის, ხელი სინდისზე დაიდოო.

წყენის გამოსახატავად თურქულში სხვათა გვერდით გამოიყენება გამოთქმები: ღვიძლში ისარივით ჩაესო//ღვიძლი ეწვის, ქართველი კი არცერთ შემთხვევაში  გულს არ ჩაანაცვლებს სხვა სიტყვით. ნათარგმნ ძეგლებში, ,,ვისრამიანსა“ და ,,ყარამანიანში“ ასეთ გამოთქმებში გულთან ერთად ღვიძლიც გამოიყენება.

ქართულში სიყვარული, სიხარული, მწუხარება, დანანება, დარდი, ნაღველი, წყენა, ადამიანის ღრმა გრძნობები და განცდები ძირითადად გულს, მის მოძრაობას უკავშირდება. მასთანაა დაკავშირებული ადამიანის ემოციური და ინტელექტუალური შესაძლებლობანიც. 

ავად ნამოქმედარის აღსანიშნავად თურქი და ქართველი ხალხი ერთი და იმავე სტრუქტურის ფრაზეოლოგიზმებში  განსხვავებულ კომპონენტებს იყენებს: თურქი იტყვის: მის ნაჭამ პიტნას უყურე  (თურქ.). ქართველი- მისი ნაჭამი პრასა  ნახე. შერცხვენა თურქულში თავის გატეხაა. ქართულში აღნიშნულში -  სახელის გატეხა.

თურქულში გაბრაზების გამოსახატავად არაერთი ფრაზეოლოგიზმი გამოიყენება:Dდოქებზე ჯდება, ოპიუმმა თავში დაარტყა, სახეზე ცეცხლი მოედო, დენთად იქცა, თვალებს აკვესებს, ჭარხალივით გახდა, ცხვირიდან ცეცხლს აფრქვევს, სისხლი თხემზე აუვიდა…..

ქართულშიც გვაქვს პირიდან ცოფებს// თვალებიდან წინწკლებს  ყრის, თურქულში კი -ცხვირიდან ცეცხლის ფრქვევა. გონებასუსტობის, უტვინობის გამოსახატავად თურქი იტყვის, მამლის ჭკუისააო, ქართველი იტყვის, კატის ჭკუისააო. ორივეგან გვხვდება ბატის ჭკუის, ბატიტვინა.

სხვისი გაჩუმება თურქულში გადმოიცემა პირში სიტყვა// ცერცვი// ქვა//საცობი ჩასჩარა  ფრაზეოლოგიზმებით, ქართველი კი იტყვის პირში ბურთი ჩასჩარაო.
საიდუმლოს გაცემაც თურქულშიმარცვლეულს უკავშირდება: პირიდან მუხუდოს ყრის//პირშიცერცვიარუსველდება. შდრ: ქართული,,დაკაკლვა.“

ქართულში გვაქვს ნემსის ყუნწში გაძვრომა, თურქულში კი ამასთან ერთად თხილის ნაჭუჭში//ცხრილის ნასვრეტში  გაძვრომაც გვხვდება. შდრ.: ქართულში გვაქვს  ნემსის ყუნწში  გაძვრენა,თურქულში- კაკლის ნაჭუჭში  ჩატენა.

ცხენოსანი ხომ არ მოგდევს?,- ეტყვის თურქი ადამიანს, რომელიც ზედმეტად ჩქარობს. ქობულეთელ მუჰაჯირთა შთამომავლების მეტყველებაში  დასტურდება გამოთქმა: რუსი ხუმ არ მოგდევს.
ულვაშები ჩამოიწმინდა, იტყვის თურქი, მაშინ როცა ქართველი ბიბლიურ ფრაზეოლოგიზმს იყენებს: ხელები დაიბანა.ულვაში მაფრაზეოლოგიზებელი სიტყვაათურქულ ფრაზეოლოგიაში.

დაკვირვებამ გვიჩვენა, რომ ფრაზეოლოგიზმების შესწავლა განსხვავებულ ხალხთა  თანაცხოვრებით შეიძლება.

III. კალკი ენის ცვლილება-განვითარების მუდმივი თანამგზავრია. სამხრულ კილოებში უამრავი აღმოსავლური კალკია გავრცელებული,  კალკირება მეტყველების ფსიქოლოგიის შეცვლაცაა, ამიტომ საკითხის შესწავლა აქტუალურია ფსიქოლინგვისტიკის კუთხითაც.

ჩვენი მიზანია, შევისწავლოთ ფრაზეოლოგიზმთა კალკირება: სამხრულმა კილოებმა  ოსმალთა ბატონობისა თუ თურქულთან უშუალო კონტაქტის შედეგად აღმოსავლური ფრაზეოლოგიზმებიდან რაგადმოიღო უცვლელადდაროგორ რეალიზდება ენაში ისინი.

სპეციალურ ლიტერატურაში აღწერილია კალკები აჭარულში: ყუსურზე არ დიმიხედოთ, სულის სიმწარით,  სიტყვის დაკავება// წაქცევა, თვალიდან  ჩამოგდება,  ქესაში  ჩაგდება, ბოლთის ცემა, სჯულიდან გადაბრუნება, კლავის გაწვდა, ენაზე მოსვლა, ხათრის გატეხა, წყალივით იცის, ჯოხის ჭამა, ამბის მიცემა პირდაპირ მოსვლა და ა.შ.

კალკებია ასევე:სულის სიმწარით, ბეზარზე მოსვლა, მოთმინებიდან გამოსვლა, ფეშინში ჩადგომა, ხათრის აშენება; ცოდვების გასვლა მეიდანში; ექბერის ძახილი;ყუსურზე დახედვა//დარჩენა//ყუსურ ბახმა// ყუსურის ჩუქვება; სისხლიდან გარეცხვა-(ნათესაობის დაკარგვა), (რ)კინის ფერდე (საერთო ენის უქონლობა), სირცხვილი აწევლია, ყაზიაღში გარეცხილი, წაღმა-უკუღმა ლაპარიკი,ხებერი არ აქ,ჰახს არ შეჭამს (უსამართლობას არ  ჩაიდენს), ჰახს არ შეაჭმევს, ხიშმი ჭამა,პირის მოძებნა; ყაფა//ხაპერი საქმობს, ეზიეთის//ზორის//ხებერის//იუზის მიცემა.

ბუნებრივია, ჩვენებურთა მეტყველებაში ბევრად მეტი კალკია გავრცელებული, ვიდრე აჭარულ დიალექტში. შედარებითმა ანალიზმა გვიჩვენა, რომ აჭარულ დიალექტსა და მუჰაჯირთა მეტყველებაში კალკური ფრაზეოლოგიზმების პრაგმატიკა განსხვავებულია. აჭარულ დიალექტში კალკურ გამოთქმები ახსნილი არაა, მუჰაჯირთა მეტყველებაში კიგამოკვეთილია სტილისტიკური ხერხი, სინონიმური პარალელიზმი, რასაც აღმოსავლურ ენათა გავლენა და ორენოვნება უნდა განაპირობებდეს.

საკითხის შესწავლა აქტუალურია ბილინგვიზმის და ფსიქოლინგვისტიკის ჭრილშიც, რაც შემდგომი, უფრო ღრმა კვლევის საგანია.

IV. ლექსიკური ფონდის გამდიდრების ერთ-ერთი საშუალება, სიტყვათა სესხება, ენის განვითარების სხვადასხვა ეტაპზე განსხვავებულ როლს ასრულებს. ნასესხებ სიტყვათა შესწავლა გასაღებია ისტორიისა, მოცემული ერის, ენის სოციალურ-კულტურული ურთიერთობებისა. ხშირად სიტყვები ისე გამოდის ხმარებიდან, რომ კვალს არ ტოვებს, მაგრამ მათ შემცველად იდიომი რჩება. ნეკროტიზმები ისეთი ფრაზეოლოგიზმებია, რომელთა კომპონენტებიც ენაში დამოუკიდებელ ლექსემებად არ გამოიყენება. არქაული და ხმარებიდან გასული სიტყვები ძირითადად არაბული და სპარსული წარმოშობისაა. ასეთებია:  აბრუ, ილაჯი, ყავლი, ყალყი, ყირა,  არაქათი, სიქა,  აინუნი, იხტიბარი.ისინი  დაცულია  ფრაზეოლოგიზმებში: აბრუს გატეხა, ყავლის გასვლა, აინუნში მოსვლა/ ჩაგდება; ყალყზე დადგომა, ყირაზე გასვლა,  ყირაზე გადატარება, ილაჯის  გაწყვეტა, არაქათის გაცლა, სიქას გაცლა. ქართულში შემოგვენახა ამ სიტყვათაგან წარმოქმნილი კომპოზიტები  და ნასახელარი ზმნებიც: სიქაგაცლილი, არაქათგაცლილი,ილაჯგაწყვეტილი, აბრუგატეხილი, დაჰყაბულდა და ა. შ.

V.სამხრული კილოების ფრაზეოლოგია საინტერესოა დიალექტოლოგიის, ენის ისტორიის და ენათა კონტაქტების თვალსაზრისისთაც. პირველეს ყოვლისა, დასადგენია მიმართება ძველ ქართულ ფრაზეოლოგიასთან.Aაქ კი საგანგებოდ უნდა გამოიკვეთოს, რაა კლასიკური ქართულის კუთვნილება და რა საკუთრივ აჭარული. საკვლევია თურქულ ფრაზეოლოგიასთან მიმართებაც- რა გადმოიღო, რა შეითვისა თურქულისგან უცვლელად; ის, რაც საერთოა ქართული  და  თურქული  ენებისთვის, როგორ შეიცვალა  განსხვავებულ  კულტურულ  გარემოში, თუ  რამდენად შეიცვალა უნივერსალური ფრაზეოლოგია სამხრულში, რა სახისაა ეს მოდიფიკაცია.

სამხრულ კილოებში ფრაზეოლოგიზმები რამდენადმე   მოდიფიცირებულია:

1.მხოლოდ  ფორმობრივი   განსხვავებაა   (ენის წვერში  მიგორავს)
2.სემანტიკური სხვაობაა: ა/მნიშვნელობა   საერთოდ   შეცვლილია- საყელო დაიფერთხა, გულის ცხიმი  დაუდნა, ეშმაკის ცხენზე  შეჯდა, თავის  გატეხა;
ბ) მნიშვნელობა  დავიწროებულია: შუბლის  ძარღვი   გაუწყდა, ხელი  დაადო..
გ)  მნიშვნელობა  გაფართოებულია- კბილებს  ილესავს.

VI.თარგმნის პროცესი რთულია და საპასუხისმგებლო, აქ ბევრი ნიუანსია გასათვალისწინებელი. პოლისემიური ფრაზეოლოგიზმები მთარგმნელთათვის განსაკუთრებულ სირთულეს წარმოადგენს.  გულზე ათოვს, თვალში იღებს, Áახა დევრეკე, გულის ცხიმი უდნება, თვალში ეკლად ექცა, შავი პირის, ხელის დადება, ინა დაიდო, წვერზე  ხახვი დააჭრა და მისთანა  ფრაზეოლოგიზმების  თარგმნა დიდ სიფრთხილეს მოითხოვს მთარგმნელისგან. განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება თითოეულ კომპონენტს, რადგან ზოგჯერ მსგავსებამაც შესაძლოა მოგვიყვანოს შეცდომამდე. რადგან ფრაზეოლოგიზმები, რომელთა სტრუქტურა და კომპონენტებიც  ქართულსა და თურქულში იდენტურია, სემანტიკური და სტილისტიკური ნიუანსებით  არსებითად განსხვავებულია. კვლევის გაგრძელება საინტერესოა იმ მიმართებითაც, რამდენად იცვლება უნივერსალიების ხვედრითი წილი ფრაზეოლოგიზმებში.

VII. განსაკუთრებით ძნელია ლოგოეპისტემების თარგმნა,  გამოვყოფთ ორ შემთხვევას:

ა) თურქული ლოგოეპისტემის თარგმნა ქართული ლოგოეპისტემით: ცხენის ქურდმა უსქუდარი გაირბინა// კაკას ხიდი გაიარა ან ჩაილურის წყალი დალია; მის სულზე ეზანს კითხულობს//წირვას გამოუყვანს;

ბ) თურქულ  ლოგოეპისტემას   შეესატყვისება შინაარსობრივი ეკვივალენტი
შენი დარდი მარკო ფაშას უამბე- თავი ქვას ახალე; ეგ ზღაპრები ბებიაშენს მოუყევი.
ალეპო თუ აქ არის, არშინი იქაა - ეს ბურთი, ეს მოედანი
ალეფს რომ ხედავს, სარი ჰგონია//საქმის ალეფი არ გაეგება//არც ჰანიისა გაეგება, არც კონიისა-  არაფერი იცის, ანა- ბანა არ იცის; ინჩი-ბინჩი არ იცის, ბაიბურში არ არის
უსქუდარში გათენდა- უყარე კაკალი.

ბორის ბაზრობა დასრულდა, გარეკე შენი საქონელი ნიგდესკენორ მეჩეთს შუა უნამაზოდ დარჩა- ორი ძიძის ხელში ბავშვი მშიერი დარჩაო

ყადირის ღამეს დაბადებული- ბედნიერ ვარსკვლავზე დაბადებული
კაფის მთის გადაღმა-ცხრა მთას იქით - ძალიან შორს.
ყვითელჩექმებიანი მეჰმეთ აღა - საეჭვო, ბნელი, უმისამართო პიროვნება
გამოჩნდა სივასის მთები - განკითხვის დღე დადგა,   ჰაჯი ჰასანთან წადი - ჯანდაბამდე გზა გქონია, დედესთან წადი

მამაჩემს ჰადირი ჰქვია- ხელიდან  რაც გამომდის, ესაა - მე სხვა არაფერი შემიძლია, რაც  ვარ, ეს ვარ, ჩემგან მეტი არაფერი გამოვა- ააფრინე ალალიო, რაც არ არი, არ არიო

მეჩეთი დანგრეულია, მაგრამ   მიჰრაბი ადგილზეა; წლები ვერას აკლებს,  კვლავ ლამაზია.

ამრიგად, ხატოვანი სიტყვა-თქმებიდან ვეცნობით  ნაციონალურ  რეალიებს, რომელთა მეტაფორული გადააზრიანებითაც მივიღეთ ექსპრესიული ფუნქციების მქონე ენობრივი ერთეულები. თარგმნისას მათ საგანგებო ყურადღება  უნდა  მიექცეს, რადგან თურქული ლოგოეპისტემის თარგმნა ქართული ლოგოეპისტემითვე რომც მოხერხდეს, ამით კოლორიტი აღარ იქნება შესაბამისი, ამიტომ ზომიერების დაცვა აუცილებელია.

 

 

  დანართი

უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა