სემინარები

სემინარი თემაზე: "ემოჯი „©“ -ის სემანტიკური გაფართოება სოციალურ ქსელის წერით დისკურსში". ევროპეისტიკის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი ზეინაბ გვარიშვილი . 9 ივლისი, 2021

საყოველთაო გლობალიზაციის პირობებში, როდესაც  ადამიანთა შორის კომუნიკაციამ რეალურიდან ვირტუალურ სამყაროში გადაინაცვლა, ყურადღებას იპყრობს ინდივიდთა ვერბალური ქცევის, კერძოდ კი ვერბალური კომუნიკაციის ემოციური ასპექტის თავისებურებები. ამ მხრივ განსაკუთრებით საინტერესოა წერითი კომუნიკაციის თავისებურებები, რომელიც თავს იჩენს სოციალურ ქსელებში წარმართულ კომუნიკაციაში  როგორც კერძო მიმოწერაში, ასევე საჯარო კომენტარებში. კვლევის მიზანს  წარმოადგენს სიტყვასურათი/ემოჯი “©“-ის სემანტიკური გაფართოების ტენდენციები კვლევა  სოციალურ ქსელში წარმართულ საკომინიკაციო აქტებში. უფრო კონკრეტულად კი,  ნაშრომი მიზნად ისახავს  შემდეგი საკითხების კვლევასა და ანალიზს: 1. რა პრაგმატიკული თავისებურებებით გამოირჩევა სიტყვასურათი/ემოჯი “©“-ის გამოყენების შემთხვევები; 2. შეინიშნება თუ არა მისი სემანტიკური ტრანსფორმაციის ან გაფართოების ტენდენციები; 3. არის თუ არა მისი გამოყენებისა და სემანტიკური დატვირთვის თავისებურებები მჭიდრო კავშირში  კონტექსტთან და გამომყენებლის ინტენციასთან.

  დანართი

უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა