სემინარები

სემინარი თემაზე: „Covid-19 -ის გავლენა დასაქმებაზე ტურიზმის ინდუსტრიაში“- მასპინძლობის დეპარტამენტის ასისტენტ-პროფესორი თამარ ბერიძე. სემინარი ჩატარდება 2021 წლის, 14 ივლისს, 12:00 სთ.

 კორონავირუსის პანდემიამ ძალიან შეაფერხა ტურიზმის სექტორის განვითარება, თუმცა COVID-19-ის ზარალის ზუსტად განსაზღვრა ჯერ კიდევ რთულია, ეს გაურკვევლობა კი  თავის მხრივ, ცალკე საფრთხეს წარმოადგენს ტურიზმის მდგრადი განვითარებისთვის.

    ტურისტული ბიზნესი თანამედროვე ეტაპზე მიჩნეულია მსოფლიო ეკონომიკის ყველაზე სწრაფ განვითარებად დარგად და წარმოადგენს მსოფლიო ეკონომიკის ყველაზე რენტაბელურ სფეროს.

     უკანასკნელი თვეების მანძილზე მსოფლიო პანდემიის ფონზე სხვადასხვა ქვეყნების მიერ დაწესებულმა შეზღუდვებმა ეკონომიკური აქტივობის მნიშვნელოვანი შენელება გამოიწვია. გაჩერებული სასტუმროები, რესტორნები, საცალო მაღაზიები, შეწყვეტილი საჰაერო და სარკინიგზო მიმოსვლა, დაცარიელებული მუზეუმები, კაზინოები და სპორტული მოედნები უამრავ დაკარგულ სამუშაო ადგილს და შემცირებულ შემოსავლებს გულისხმობს.

       მსოფლიოს მასშტაბით, განურჩევლად ქვეყნისა და სექტორისა, დასაქმებულთა მნიშვნელოვან ნაწილზე უარყოფითად აისახა მიმდინარე პანდემიით გამოწვეული კრიზისი.

    ტურიზმის სექტორი, რომელიც მსოფლიო მთლიანი შიდა პროდუქტის 10 პროცენტზე მეტს ქმნიდა, მიმდინარე კრიზისის პერიოდში განსაკუთრებით დაზარალდა.

    პანდემიის შედეგად საქართველოში  დაახლოებით 400-450 ათასი ადამიანი დარჩა სამსახურის გარეშე, აქედან 200 ათასი ტურიზმის ინდუსტრიაში იყო დასაქმებული. იმის გათვალისწინებით, რომ ტურიზმს აქვს დომინოს ეფექტი, იმის მიხედვით, როგორ გამოსწორდება ამ დარგში მდგომარეობა, სამუშაო ადგილების შენარჩუნებაც ამით იქნება განსაზღვრული. თუ  მომსახურების მასშტაბი გაიზარდა, შედეგად, ნელ-ნელა ეკონომიკაც დაიქოქება და ხელი შეეწყობა უმუშევრობის თანდათანობით შემცირებას.

სემინარის ბმული zoom-ზე:  https://us04web.zoom.us/j/717782433

  დანართი

უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა