სემინარები

ბსუ-ს ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის ფოლკლორის, დიალექტოლოგიისა და ემიგრანტული ლიტერატურის კვლევის განყოფილების მთავარი მეცნიერ-თანამშრომლის ნაილე მიქელაძის სემინარი თემაზე: „შელოცვები აჭარულ ფოლკლორში“. სემინარი ჩატარდება 2021 წლის 7 ივლისს, 1 საათზე.

ბსუ-ს ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის ფოლკლორის, დიალექტოლოგიისა და ემიგრანტული ლიტერატურის კვლევის განყოფილების მთავარი  მეცნიერ-თანამშრომლის ნაილე მიქელაძის სემინარი  თემაზე: „შელოცვები აჭარულ ფოლკლორში“.

ფოლკლორის შესწავლა ფართო და მრავლისმომცველი თემაა, რომელიც გულისხმობს ერის ტრადიციების,  ადათ-წესებისა და სხვა ფოლკლორული ჟანრების სიღრმისეულ კვლევას.   შელოცვა საყოველთაოდ გავრცელებული ჟანრია. ის  ხალხური ზეპირსიტყვიერების უძველესი, ძალიან საინტერესო, ენობრივად მდიდარი, ხატოვანი ფორმაა. მასზე დაკვირვებით ვეცნობით   რელიგიურ წარმოდგენებს, ცრურწმენებს, ქართულ ენობრივ და აზრობრივ ცნობიერსა თუ ქვეცნობიერს ადამიანის ცხოვრებაში. ზეპირსიტყვიერების ეს ჟანრი  ოდითგანვე  აქტუალური იყო, როგორც ზოგადქართულ, ასევე აჭარის ფოლკლორში.  

ამრიგად, სემინარზე წარმოდგენილი იქნება შელოცვები და მასთან დაკავშირებული  საკითხები.


უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა