სემინარები

სემინარი თემაზე: "ფილოსოფია როგორც სწავლა-სწავლების მეთოდი". ფილოსოფიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი ლალი ანთიძე. სემინარის დრო: 2021 წლის 5 ივლისი, 14 სთ

დღეს სასკოლო განათლების წინაშე უამრავი კომპლექსური პრობლემა დგას. კერძოდ, ეს გახლავთ ის გარემოება, რომ თანამედროვე საგანმათლებლო პროგრამებში ძნელად ხდება უახლესი სამეცნიერო აღმოჩენების ასახვა. ეს არა მხოლოდ ქართული სკოლების, არამედ მსოფლიოს ყველა განათლების სისტემის წინაშე მდგარ გამოწვევას წარმოადგენს. მეცნიერების განვითარებას ბევრად ჩამორჩება მისი შედეგების განზოგადება და მათი სისტემური და მეთოდური დამუშავება, რის გამოც უახლესი აღმოჩენები კონკრეტული საგაკვეთილო პროცესის მიღმა რჩება. ეს გარემოება გამოწევის სახით დგას განათლების სისტემის წინაშე.

მეორე პრობლემა, რომელიც ასევე დაძლევის გზების ძიების საგანს წარმოადგენს, არის მოსწავლეების მიერ ინფორმაციის ადეკვატური აღქმა, მსოფლმხედველობრივი ცოდნის ფორმირება და პრობლემის გადაჭრაზე ორიენტირება. სწავლის უნარების განვითარება პედაგოგიური მიდგომების პაკეტს მოითხოვს, რომელიც ასევე თანამედროვე ჰუმანიტარული და სოციალ-პოლიტიკური მეცნიერებების უახლეს მიგნებებზე დგას.

მესამე პრობლემა, რომლის გადაჭრაც თანამედროვე განათლების მიზანს წარმოადგენს, არის პიროვნების ფსიქოტიპის ფორმირება.

შესაძლებელია შეიქმნას ერთგვარი სისტემა, რომელიც ორიენტირებულია როგორც ინტელექტუალური და შემეცნებითი უნარების, ისე პიროვნული და ფსიქოლოგიური შესაძლებლობების განვითარებაზე. ფილოსოფია არის მეცნიერება, რომელსაც შეუძლია აღნიშნული საკითხების მეთოდოლოგიური გადაჭრა, რაც, ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური საკითხია თანამედროვე განათლების სისტემისათვის.

  დანართი

უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა