სემინარები

სამუშაო ძალის განათლების ზეგავლენა შრომის ბაზარზე. საბუღალტრო აღრიცხვის, აუდიტისა და საგადასახადო საქმის დეპარტამენტი, დარეჯან ჩხუბაძე

წარმოდგენილი კვლევა ეხება განათლებასა და დასაქმებას  შორის კავშირს საქართველოში და მოიცავს შემდეგ ძირითად საკითხებს:

- უმუშევრობის  მაჩვენებლები საქართველოში ;

- თვითდასაქმებულების პროდუქტიულობის დონე;

- სამუშაო ძალის კვალიფიკაციისა და უნარების შესაბამისობა  შრომის ბაზრის მოთხოვნებთან;

- დასაქმების მოთხოვნასა და მიწოდებას შორის არსებული დისბალანსის კვლევა;

აღნიშნული საკითხებისადმი დაინტერესება განაპირობა დღესდღეობით საქართველოში არსებულმა ეკონომიკური მდგომარეობამ, რომელიც არცთუ ისე სახარბიელოა და უამრავმა პრობლემამ, რომლებთან გამკლავება სახელმწიფოს უჭირს.

კვლევის დროს შესწავლილ იქნა საქართველოში არსებული სიტუაცია დასაქმებისა და მასზე მოქმედი განათლების ფაქტორის კუთხით, ასევე აღნიშნული მიმართულებებით სახელმწიფოს მიერ გატარებული ღონისძიებები და შესაბამისი სამართლებრივი რეგულაციები.

კვლევის საბოლოო მიზანს წარმოადგენდა საქართველოს ეკონომიკური, სოციალური და მენტალური ფაქტორების გათვალისწინებით რეკომენდაციების შემუშავება.

  პრეზენტაცია

უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
ნინოშვილის/რუსთაველის ქ. 35/32
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა