სემინარები

დავით ქათამაძე, ასოცირებული პროფესორი, საგარეო ვაჭრობის მენეჯმენტის როლი ქვეყნის სტაბილიზაციაში, 22 ივლისი, 2019. 208 აუდ.

ქვეყნის სტაბილიზაციაზე უდიდეს გავლენას ახდენს მისი საგარეო ვაჭრობის სფეროში არსებული პრობლემების გამოვლენა და მათი გადაჭრის ღონისძიებათა სწორი მენეჯმენტი. ჩვენი ქვეყნის საგარეო ვაჭრობის სტრუქტურაში მრავალი დისბალანსი არსებობს. ესენია: სავაჭრო ბალანსის ქრონიკული დეფიციტი, დიდი მოცულობის საგარეო ვალი, პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებზე დამოკიდებულების მაღალი დონე, სავალუტო კურსის გაუფასურების ტენდენცია, მოსახლეობის მსყიდველუნარიანობის ვარდნა, იმპორტისადმი ზღვრული მიდრეკილების მაღალი დონე და ა. შ. საგარეო ვაჭრობის სწორი მენეჯმენტის მიზნით საჭიროა ისეთი ინსტრუმენტების გამოყენება, როგორიცაა: სავაჭრო, შემოსავლების განაწილების, ფულად–საკრედიტო, საბიუჯეტო–საგადასახადო, და სავალუტო პოლიტიკა. ამ ინსტ-რუმენტების სწორად გამოყენება არის ქვეყნის სტაბილიზაციის საშუალება.

ქვეყნის სტაბილიზაციაში საგარეო ვაჭრობის მენეჯმენტის როლის ამაღლე-ბის მიზნით საჭიროა გატარადეს შემდეგი ღონისძიებები:

1.         უნდა მოხდეს პრეფერენციების სისტემის ეფექტიანად გამოყენება. ექს-პორტში გაიზარდოს სამრეწველო საქონლის წილი.

2.         უნდა წახალისდეს მანქანა-დანადგარების იმპორტი; უნდა გაიზარდოს იმპორტშემცვლელი პროდუქციის წარმოების მოცულობა.

3.         საჭიროა გაირკვეს რა სახის უპირატესობას ფლობს ქართული ნაწარმი იმპორტთან შედარებით და დაწესდეს არასატარიფო ბარიერები იმპორტზე.

4.         მიღწეული უნდა იქნეს საექსპორტო პოტენციალის ამაღლება, საგარეო ბაზარზე ქართული პროდუქციის წინსვლა, მომსახურების ექსპორტის გაფართო-ება.

5.         ეკონომიკურად აქტიურ სუბიექტებს, შემოსავლების მატების პარალელუ-რად, უნდა გაეზარდოთ საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი,

6.         უნდა მოხდეს ფულად–საკრედიტო პოლიტიკის ექსპანსია, გასაღების ბაზრების დივერსიფიკაცია და დღგ-ს გადახდევნების დარგობრივი დიფერენციაცია,

  პრეზენტაცია

უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
ნინოშვილის/რუსთაველის ქ. 35/32
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა