სემინარები

ასოცირებული პროფესორი ირმა ჩხაიძე, სამეცნიერო სემინარი თემაზე: „საქართველოს საპენსიო სისტემის ფორმირების შუქ-ჩრდილები’’, 18.07.2019

საქართელოში მე-XX საუკუნის 90-იანი წლებიდან  ხელისუფლების უმთავრეს მიზნად გადაიქცა  მოსახლეობისათვის ,,საზოგადოებრივი კეთილდღეობის“ შექმნა, რომელთა შორის საზოგადოებისათვის ერთ-ერთ ,,არაწინააღმდეგობრივ კეთილდღობას“ წარმოადგენს საპენსიო უზრუნველყოფის სისტმის ჩამოყალიბება და სრულყოფა, ხოლო თანამედროვე ეტაპზე უმთავრეს აუცილებლობას წარმოადგენს დაგროვებით საპენსიო სისტემაზე გადასვლა.

სასემინარო თემის კვლევის მიზანია: გაანალიზდეს 1998 წლიდან  დღემდე საქართველოს საპენსიო უზრუნველყოფის სისტემაში მიმდინარე რეფორმირებადი პრცესი, რომელიც ჩამოყალიბდა რეფორმირების  ოთხ ეტაპად.

კვლევის მიზნის მიღწევისათვის განსახორციელებელი ამოცანებია: დადგინდეს 1998 წლიდან 2003 წლამდე საპენსიო დავალიანებების მიზეზები და 2004 წლიდან სოციალური მემკვიდრეობითობის სამართლებრივი პრინციპის აღდგენის გზები; გაანალიზდეს  2005-2006  წლებში ,,თანაბარი კეთილდღეობის“  შექმნით უმთავრესი  მიზნის-სოციალური მემკვიდრეობითობის სამართლებრივი პრინციპის შენარჩუნების, და  2007 წლიდან პენსიების დიფერენცირებული პრინციპის ამოქმედებით ,,არაწინააღმდეგობრივი კეთილდღეობის“ შექმნის ღონისძიებები; -2008 წლიდან 2016 წლამდე პენსიების ზრდის ტენდენციები. -შეფასდეს თანამედროვე ეტაპზე ამოქმედებული მაღალი სოციალური მნიშვნელობის ფართომასშტაბიანი ეკონომიკური-,,დაგროვებითი საპენსიის“ პროექტის მოსალოდნელობის დადებითი და უარყოფითი მხარეები.

  პრეზენტაცია

უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
ნინოშვილის/რუსთაველის ქ. 35/32
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა