სემინარები

სამეცნიერო სემინარი " როგორ წარვმართოთ პედაგოგიური კვლევები" . სემინარს წარმოადგენს ასოცირებული პროფესორი ნატო შეროზია. ჩატარების თარიღი - 27 ივნისი, 12 საათი.

კვლევა არის ახალი ცოდნის ძიება, მისი სისტემატური დოკუმენტირება და გაფორმება კვლევის ანგარიშის, სტატიის, პროექტის სახით.  ტერმინი „პრაქტიკის კვლევა“ ეკუთვნის კურტ ლევინს, ამერიკელ სოციოფსიქოლოგს, რომელმაც XX საუკუნის 40-იან წლებში საფუძველი ჩაუყარა პრაქტიკის კვლევას, როგორც კვლევის მეთოდს.  თავად კურტ ლევინი პრაქტიკის კვლევას უწოდებდა „უფრო ზუსტ მეთოდს სოციალური ცვლილებებისთვის“.  იმისათვის, რომ პრაქტიკული კვლევის ჩატარება შევძლოთ, კარგად უნდა გავიაზროთ მისი დანიშნულება საგანმანათლებლო საქმიანობის გაუმჯობესების პროცესში და დავინახოთ ის ნიუანსები, რომლებიც მას ტრადიციული კვლევისგან განასხვავებს.

განასხვავებენ ფუნდამენტურ და გამოყენებით კვლევებს. ფუნდამენტურია კვლევა,რომელიც ემსახურება მეცნიერული ცოდნის გაღრმავებას ახალი თეორიების შექმნით და აქამდე უცნობი მექანიზმებისა და ტექნოლოგიების ახსნით, გამოყენებითი კვლევის ძირითად მიზანს კი თეორიების, მექანიზმების,ტექნოლოგიების პრაქტიკაში დანერგვა და გამოყენება წარმოადგენს.

პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა მიეკუთვნება გამოყენებით კვლევათა რიცხვს. ეს არის პროფესიული სიტუაციების სისტემური კვლევა, რომელსაც ატარებენ მკვლევარ-მასწავლებლები სასწავლო სიტუაციების გაუმჯობესებისა და საკუთარი პროფესიონალიზმის დახვეწის მიზნით.

  პრეზენტაცია

უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა