სემინარები

კუზნეცის მრუდი და შემოსავლების უთანაბრობა-ეკონომიკის დარგობრივი დეპარტამენტის ასისტენტი ნინო კონცელიძე -- 16 ივლისი 408-ე აუდიტორია 11:00 საათი

კეთილდღეობის გადანაწილება მსოფლიოს ქვეყნების მიხედვით გვიჩვენს თუ რა არასახარბიელო სურათი გვაქვს. ამის მთავარი მიზეზია შემოსავლების უთანასწორობის მაღალი დონე, რომელიც ზრდის ინტერვალს მოსახლეობის სოციალურ ფენებს  შორის, რომელიც ძირითადად ეხება დაბალ და საშუალო კლასს.  1960 წელს მსოფლიო მოსახლეობის ყველაზე მდიდართა 20%-ს ჰქონდა 30-ჯერ მეტი შემოსავალი ვიდრე სხვა ფენას. 1970 წელს ამ შემოსავალმა 32%-ს მიაღწია, 1980 წელს - 45%-ს, 1990 წელს- 60%-ს და 2000 წელს-75%-ს. გარდა ამისა ყველაზე მდიდარი 1% იმდენივეს, რასაც ქვედა ფენის 57%. ამ მონაცემების შესაბამისად მსოფლიოს 50 მილიონი ყველაზე მდიდარი იღებს იმდენივე შემოსავალს, რამდენსაც 3.8 მილიარდი ყველაზე ღარიბი ადამიანი.

ბოლო წლების განმავლობაში შემოსავლების უთანასწორობისა და სიღარიბის საკითხი თანდათან აქტუალური გახდა  და დღეს უკვე ის არის ბევრი ქვეყნის ეკონომიკური პოლიტის დღის წესრიგში.  ისეთი  ორგანიზაციების სამოქმედო გეგმის მთავარ საკითხს წარმოადგენს როგორებიცაა: OECD, მსოფლიო ბანკი, გაერთი ანებული ერების ორგანიზაცია  და სხვა. 2016 წელს გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ მსოფლიო ბანკთან ერთად ადამინური განვითარების ანგარიშის გაანალიზების შემდეგ  წარმოადგინა  ახალი ინდექსი  უთანასწორობით დადგენილი ადამინური განვითარების ინდექსი (IHDI). ის მოიცავს ქვეყნის საშუალო მიღწევებს ჯანდაცვაში, განათლებასა და შემოსავლებში.  შემოსავლების უთანაბრობის მთავარ საზომს წარმოადგენს  GINI-ის ინდექსი, რომელიც ქვეყნაში მოსახლეობის წევრებს შორის შემოსავლების გადანაწილების დონეს ზომავს.

საინტერესოა სიმონ კუზნეცის ჰიპოთეზა შემოსავლების უთანაბრობის  შესახებ. ის განიხილავდა  ეკონომიკური ზრდასა და შემოსავლების უთანაბრობის კავშირს და ამტკიცებდა რომ ეკონომიკური ზრდით შესაძლებელია შემოსავების უთანაბრობის შემცირება. კუზნეცის მრუდი კი ასახავს დამოკიდებულებას უთანასწორობასა და  მშპ-ს ზრდას ერთ სულ მოსახლეს შორის.  ამ ჰიპოთეზას ჰყავდა მომხრეებიც და მოწინააღმდეგეებიც. მეცნიეური კვლებზე დაყრდნობით შეიძლება დავასკვნათ, რომ შემოსავლების უთანასწორობას შეიძლება ჰქონდეს როგორც დადებითი ასევე უარყოფითი ზეგავლენა. ქვეყნის ეკონომიკური განვითარების დონე განსაზღვრავს თუ სხვადასხვა ქვეყანებში რომელი შემთხვევა გვექნება. იგი ეკონომიკურ ზრდას აფერხებს ღარიბ ქვეყნებში, ხოლო მდიდარ ქვეყნებში პირიქით ხელს უწყობს ზრდას. 

  პრეზენტაცია

უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა