გაბნეული რადიოტალღების სტატისტიკური მახასიათებლების შესწავლა იონოსფეროს F ფენაში. ფიზიკის დეპარტამენტის პროფესორი ჟუჟუნა დიასამიძე. 26 ივნისი 13 საათი
მოდიფიცირებულ მდორე შეშფოთების მიახლოებაში დიფრაქციული ეფექტების გათვალისწინებით ანალიზურად შესწავლილია მრავალჯერად გაბნეული ელექტრომაგნიტური ტალღების სივრცითი სპექტრის სიმძლავრის თავისებურებები ტურბულენტურ მაგნიტოაქტიურ დაჯახებად პლაზმაში წაგრძელებული ანიზოტროპული არაერთგვაროვნებებით, რომელიც განპირობებულია ელექტრონების კონცენტრაციის ფლუქტუაციებით. მიღებულია ფაზის ფლუქტუაციებით გამოწვეული კორელაციური ფუნქციისა და დისპერსიის გამოსახულებები ელექტრონების კონცენტრაციის ფლუქტუაციების ნებისმიერი კორელაციური ფუნქციისთვის.
სრულად