პროფესიული პროგრამების მართვის და უწყვეტი განათლების ცენტრი

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის „მებაღეობა" პროფესიულმა სტუდენტმა შუქრი კუტუბიძემ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სტიპენდია მოიპოვა

სურათი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ „მწვანე და აგროსტიპენდიების“ პროგრამის ფარგლებში,  ბსუ-ს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის „მებაღეობა" პროფესიულ სტუდენტ შუქრი კუტუბიძეს სტიპენდია გადასცა. საქართველოს 6 უნივერსიტეტიდან და 14 პროფესიული სასწავლებლიდან აგრარული მიმართულების 32 სტუდენტი 500, 1000 და 1500-ლარიანი სტიპენდიებით დაჯილდოვდა. „მწვანე და აგროსტიპენდიების“ პროგრამა, რომელსაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი ახორციელებს, ხელს შეუწყობს გარემოსდაცვითი და აგრარული დეფიციტური პროფესიების პოპულარიზაციასა და წარჩინებული სტუდენტების წახალისებას. პროგრამის ფარგლებში, სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება შესაბამის უწყებებში. 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა