პროფესიული პროგრამების მართვის და უწყვეტი განათლების ცენტრი

"აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების" 100 საათიანი ტრენინგმოდული

საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, რომელიც 2011 წლიდან წარმატებით ახორციელებს  საგანმანათლებლო დაწესებულებების, მათ შორის ადრეული და სკოლამდელი განათლების სფეროს პერსონალის პროფესიული განვითარების პროგრამებს,  კონკურსის საფუძველზე მოიპოვა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2020 წლის 30 ივნისის  №68/ ბრძანებით დამტკიცებული  „აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულის“ (https://matsne.gov.ge/ka/document/view/4873654?publication=0&fbclid=IwAR2Pb1SX3Z4wHNYqjS_A_JlgQR9kp88owqplpVc101CKg8b2U33wKGcl4zE)  განხორციელების უფლება. მოდულის მოცულობაა 100 საათი, მათ შორის 66 - საკონტაქტო და 34 - დამოუკიდებელი. სამუშაო დღის მაქსიმალური ხანგრძლივობაა - 6 საათი, საკონტაქტო მუშაობის დღეების მაქსიმალური რაოდენობა - 11. სახელმწიფო დაფინანსებით ისარგებლებენ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2020 წლის 30 ივნისის  №68/ნ ბრძანების მე-6 მუხლით განსაზღვრული პირები. თავისუფალ მსმენელებს ტრენინგ-მოდულის გავლა შეუძლიათ საკუთარი ხარჯებით. მსმენელებზე, რომლებიც წარმატებით გაივლიან ტრენინგ-მოდულს, გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატი, რომლის საფუძველზეც ისინი დააკმაყოფილებენ „აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 27 ოქტომბრის  №478  დადგენილებით  (https://matsne.gov.ge/ka/document/view/3837404?publication=0) განსაზღვრულ მოთხოვნას: „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებში დასაქმებულს/დასასაქმებელს გავლილი უნდა ჰქონდეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემუშავებული აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგმოდულები“.

თავისუფალი მსმენელებისთვის სავალდებულოა რეგისტრაციის გავლა.

დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ ნომერზე: (+995) 593 606071

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა