პროფესიული პროგრამების მართვის და უწყვეტი განათლების ცენტრი

გამოცხადდა მიღება პროფესიული მომზადების პროგრამაზე „ტყის ძირითადი მერქნიანი და არამერქნული რესურსებით სარგებლობა“

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას  პროფესიული მომზადების პროგრამაზე: ,,ტყის ძირითადი მერქნიანი და არამერქნული რესურსებით სარგებლობა“. პროფესიული მომზადების პროგრამაზე სწავლის მსურველთა რეგისტრაცია დაიწყება 1 დეკემბერიდან და დასრულდება 7 დეკემბერს ელექტრონულად, შემდეგ მისამართზე:  http://vet.emis.ge ან/და ბსუ-ს პროფესიული პროგრამების მართვისა და უწყვეტი განათლების ცენტრის დისტანციური მხარდაჭერით (ცხელი ხაზი:  577491939).

დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ: ელფოსტა: vocational@bsu.edu.ge
 

ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს დონე: მე- 3
სწავლების ხანგრძლივობა: 2 თვე
 

მომზადების პროგრამაზე დაშვების წინაპირობები:

  • ასაკი (18 წელი), სრული ზოგადი განათლება, გასაუბრება;
  • დასაქმების სფერო: მეტყევეობა

დასაქმების შესაძლებლობები: სატყეო სააგენტოები, ტყის დაცვის, აღდგენისა და ექსპლუატაციის სამსახურები, დაცული ტერიტორიების სააგენტოები, ბოტანიკურ ბაღები, გამწვანების სამსახურები, ტყეპარკები და დენდროლოგიური პარკები.

  დანართი

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა