პროფესიული პროგრამების მართვის და უწყვეტი განათლების ცენტრი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილი ბსუ-ს ეწვია

სურათი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვია და  ბსუ-ს ახალ სასწავლო კორპუსში განთავსებული პროფესიული პროგრამების მართვის და უწყვეტი განათლების ცენტრი დაათვალიერა. მინისტრის მოადგილე სასწავლო პროცესის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო და თითოეული პროგრამისთვის შექმნილი, ადაპტირებული აუდიტორიები, ლაბორატორიები, კომპიუტერული კლასები და სამკითხველო დარბაზები დაათვალიერა.

ვიზიტის ფარგლებში, თამარ ქიტიაშვილი პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის წარმომადგენელთან,  გელა ლომიაშვილთან ერთად, ბსუ-ს რექტორის მოადგილეს ნათია წიკლაშვილს და პროფესიული პროგრამების მართვის და უწყვეტი განათლების ცენტრის დირექტორს მადონა მიქელაძეს შეხვდა. მხარეებმა შეხვედრაზე სამომავლო გეგმები და თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

აღსანიშნავია, რომ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს თანამედროვე სტანდარტების ახალი სასწავლო კორპუსი ახლახან შეემატა და  ფუნქციონირება 2020 წლის შემოდგომაზე დაიწყო. სასწავლო კორპუსში განთავსებულია პროფესიული პროგრამების მართვის და უწყვეტი განათლების ცენტრი, სივრცეში ყველა ის აუცილებელი გარემოა, რაც საჭიროა პროფესიული პროგრამების განხორციელებისთვის: ადაპტირებული, თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი კაბინეტ-ლაბორატორიები და ტრენინგ-ცენტრი, რომელიც პროფესიული პროგრამების მომზადება-გადამზადებას და სხვა სახის ტრენინგების ჩატარებას ემსახურება. ამჟამად ცენტრში 11 ავტორიზებული პროფესიული პროგრამა ხორციელდება, რომელზეც  300-ზე მეტი სტუდენტი სწავლობს.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა