პროფესიული პროგრამების მართვის და უწყვეტი განათლების ცენტრი

ტრენერთა ტრენინგი პროფესიული სასწავლებლების მეფუტკრე-მასწავლებლებისთვის

სურათი

ბსუ-ს პროფესიული პროგრამების მართვისა და უწყვეტი განათლების ცენტრის „მეფუტკრეობის“ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელმა მანანა ბოლქვაძემ ჯარას თაფლის წარმოების ტრენერთა ტრენინგში მიიღო მონაწილეობა. ტრენინგი, 18-19 მაისს, ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მეძიბნაში საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანებისა და ჯარას მეფუტკრეთა ასოციციის ორგანიზებით პროფესიული სასწავლებლების მეფუტკრე-მასწავლებლებისთვის გაიმართა. „ჯარას თაფლის" ინტეგრირებული სწავლების მწარმოებელთა დასკვნით ღონისძიებას, რომელიც პროფესიულ კოლეჯში „ახალი ტალღა“ გაიმართა, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი გიორგი სურმანიძე დაესწრო და მეფუტკრეებს ტრენერთა ტრენინგის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადასცა.

ჯარა ტრადიციული ველური მეფუტკრეობაა, რომელიც ძირითადად მაღალმთიან აჭარაშია შემორჩენილი. საქართველოში ჯარას მეფუტკრეობის აღდგენა-გაძლიერების მხარდამჭერია შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო (SDC), ავსტრიის თანამშრომლობის სააგენტო (ADA), არასამთავრობო ორგანიზაცია მერსი ქორფსის (Mercy Corps) მიერ იმპლემენტირებული კავკასიის ალიანსების პროგრამა. პროექტი საქართველოს 7 რეგიონის 12 პროფესიული სასწავლებლის და მათ შორის ბსუ-ს პროფესიული პროგრამების მართვისა და უწყვეტი განათლების ცენტრის წარმომადგენლებს ჯარას თაფლის წარმოების სწავლების დაწყებისთვის ამზადებს.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა