პროფესიული პროგრამების მართვის და უწყვეტი განათლების ცენტრი

სამუშაო შეხვედრა გაიმართა პროფესიული განათლების სიახლეებსა და აქტუალურ საკითხებზე

სურათი

ბსუ-ს პროფესიული პროგრამების მართვისა და უწყვეტი განათლების ცენტრის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს 2-4 დეკემბერს გამართულ სამუშაო შეხვედრაში. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურისა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებების წარმომადგენლებმა შეხვედრაზე განიხილეს პროფესიული განათლების სფეროში არსებული სიახლეები, იმსჯელეს დაგეგმილ რეგულაციებსა და მიდგომებზე.
კერძოდ, განიხილეს ავტორიზაციის ახალი სტანდარტების მიხედვით საგანმანათლებლო დაწესებულებების სტრუქტურული ერთეულების მოწყობა; ხარისხის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირის ფუნქცია-მოვალეობები და საკვალიფიკაციო მოთხოვნები; პროფესიული სტუდენტის შეფასებასთან დაკავშირებით ავტორიზაციის ახალი სტანდარტის მოთხოვნები; შეფასების ფორმები და რეგულაციები. 

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურმა შეხვედრის მონაწილეებს ფორმალური განათლების აღიარება-პილოტირების შედეგები და პროფესიული სტუდენტის შეფასების ვერიფიკაციის შედეგები გააცნო.

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს დასავლეთ საქართველოში არსებული საჯარო და კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებმა.

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით გამართულ ღონისძიებას უმაღლესმა საზღვაო-საინჟინრო სასწავლებელმა „ანრი“ უმასპინძლა.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა