პროფესიული პროგრამების მართვის და უწყვეტი განათლების ცენტრი

„სამრეწველო საფუტკრე მეურნეობების მოწყობა“

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ,,მეფუტკრის“ სტუდენტებისა და პროფესიული განათლების მასწავლებლებისათვის სავაჭრო სამრეწველო პალატაში გაიმართა ტრენინგი თემაზე: „სამრეწველო საფუტკრე მეურნეობების მოწყობა“. ასოციაციის „დასავლეთ საქართველოს მეფუტკრეთა ალიანსის“  თავმჯდომარემ ედუარდ მელიამ მსმენელებს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები გააცნო, როგორიცაა: ფუტკრის მოვლა-პატრონობა და სეზონური სამუშაოები საფუტკრეებში, ფუტკრის დაავადებების პრევენცია და მკურნალობის მეთოდები, ფუტკრის დედების ხარისხობრივი მაჩვენებლების განსაზღვრა და „პენეტის“ მეთოდით მისი  წარმოება, ფუტკრის რძის წარმოება და მისი შენახვის პირობები. ტრენინგი ბსუ-ს ორგანიზებითა და DCFTA-ს (საინფორმაციო ცენტრი ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ) მხარდაჭერით ჩატარდა.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა