პროფესიული პროგრამების მართვის და უწყვეტი განათლების ცენტრი

შეხვედრა სტუდენტებთან

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულ სტუდენტებთან შეხვედრა გაიმართა. პროფესიული პროგრამების მართვისა და უწყვეტი განათლების ცენტრის დირექტორმა მადონა მიქელაძემ, ცენტრის ხარისხის მართვის მენეჯერმა მამუკა გოგელიამ, ცენტრის სასწავლო პროცესის მართვის მენეჯერმა გულადი ფარტენაძემ და პროფესიული პროგრამების ხელმძღვანელებმა სტუდენტებს მიულოცეს პროგრამებზე ჩარიცხვა, გააცნეს უნივერსიტეტის ისტორია, საგანმანათლებლო პროგრამების სტრუქტურა და სასწავლო პროცესთან დაკავშირებული ინფორმაცია. 2018 წლის შემოდგომაზე ბსუ-ს პროფესიულ პროგრამებზე ,,ბაგა-ბაღის აღმზრდელი პედაგოგი“, ,,მეფუტკრე“, ,,პრაქტიკოსი ექთანი“ 55 სტუდენტი ჩაირიცხა. 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა