სამეცნიერო კვლევები

სხვადასხვა მაღალხარისხოვანი ჩაის პროდუქციის წარმოების ხერხების დამუშავება სელექციური და ბიოქიმიური გამოკვლევების საფუძველზე

სამეცნიერო პროექტის სახელწოდება - სხვადასხვა მაღალხარისხოვანი ჩაის პროდუქციის წარმოების ხერხების დამუშავება სელექციური და ბიოქიმიური გამოკვლევების საფუძველზე

სამეცნიერო პროექტის ხელმძღვანელი - ასოცირებული პროფესორი ნანა ზარნაძე

სამეცნიერო  პროექტის დაფინანსების წყარო - შოთა რუსთველის ეროვნული  სამეცნიერო  ფონდი

სამეცნიერო პროექტის განხორციელების ვადა - 2006-2009 წწ.       

სამეცნიერო პროექტის მიზანი - ჩაის მაღალპროდუქტიული ჯიშების შერჩევა;  ფოთლების ღნობის,  ფიქსირების, გრეხის და შრობის პარამეტრების შესწავლა; საცდელი ნიმუშების ორგანოლეპტიკური და ქიმიური მაჩვენებლების განსაზღვრა,  სელექციური ჯიშების in vitro კულტურაში კლონალური მიკროგამრავლების მეთოდის შემუშავება სარგავი მასალის მიღების მიზნით.
 

სამეცნიერო პროექტის ამოცანები - ჩაის ჯიშების შერჩევა ბიოქიმიური კვლევის საფუძველზე, ახლად აღებული ნედლეულის  გადამუშავების ტექნოლოგიური სქემის განსაზღვრა;
ჩაის შერჩეული ჯიშების  ვეგეტატიური გამრავლების მეთოდების ოპტიმიზაცია;
მწვანე დაკალმებითა და  in vitro მეთოდით.  პერსპექტიული ფორმების;
გამოყოფა და გამოცდა,  ფოთლის გადამუშვების საწარმოო ხაზის სრულყოფა;
და დანერგვისათვის რეკომენდაციების  შემუშვება.
 

სამეცნიერო პროექტის შედეგები - შემუშავდა ჩაის ნედლეულის გადამუშავებისა და გამრავლების, ტექნოლოგიები, ნედლეულში შესწავლილი იქნა ძირითადი ქიმიური მაჩვენებლები რომლებიც განაპირობებენ ნედლეულის ტექნოლოგიურ ღირებულებას. შემუშავდა ტექნოლოგიური რეცეპტურები, ინსტრუქციები და სტანდარტი.  ჩაის დუყებიდან დამზადდა მაღალხარისხოვანი ნატურალური პროდუქტი. ქსოვილური კულტურის მეთოდების გამოყენებით მიღებული იქნება მასიური  სარგავი მასალა.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა