სამეცნიერო კვლევები

აჭარა-გურიის ციტრუსოვანთა პლანტაციებში გავრცელებული მავნებელ-დაავადებების შესწავლა და პათოგენთა კოლექციის შექმნა

სამეცნიერო პროექტი - აჭარა-გურიის ციტრუსოვანთა პლანტაციებში გავრცელებული მავნებელ-დაავადებების შესწავლა და პათოგენთა კოლექციის შექმნა

სამეცნიერო პროექტის ხელმძღვანელი: მზიური გაბაიძე, აგრარულ მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი, ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის მცენარეთა დაავადებების მონიტორინგის, დიაგნოსტიკისა და მოლეკულური ბიოლოგიის განყოფილების უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი.  

გრანტის დაფინანსების წყარო:  შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

სამეცნიერო პროექტის კოორდინატორი: გურამ მემარნე, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის დირექტორი

პროექტში ჩართული პირები:

  1. ლამზირი გორგილაძე - აგრარულ მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი, ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის მცენარეთა დაავადებების მონიტორინგის, დიაგნოსტიკისა და მოლეკულური ბიოლოგიის განყოფილების მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი;
  2. სოსო მეფარიშვილი - აგრარულ მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი, ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის მცენარეთა დაავადებების მონიტორინგის, დიაგნოსტიკისა და მოლეკულური ბიოლოგიის განყოფილების უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი;
  3. ნელი ხალვაში - სოფლის მეურნეობის აკადემიური დოქტორი, ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფე­როვნების  ინსტიტუ­ტის, ბიომრავალფეროვნების მონიტორინგისა და კონსერ­ვაციის განყოფილების მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი;
  4. მამუკა თურმანიძე - ახალგაზრდა მეცნიერი,  დოქტორანტი სპეციალობით ,,მცენარეთა დაცვა“;
  5. ლუკა ვანიშვილი - ახალგაზრდა მეცნიერი, აჭარის სოფლის მეურნეო­ბის სამინისტროს ა(ა)იპ აგრო-სერვისცენტრის ჩაქვის ციტრუსოვანთა საცდელ-სადემონსტრაციო სანერგე მეურნეობის აგრონომი.

ახალგაზრდა მეცნიერის სამეცნიერო ხელმძღვანელი/კონსულტანტი: გურამ ალექსიძე - პროფესორი, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი

პროექტის ხანგრძლივობა:  3 წელი (2023-2026)

პროექტის მიზანი, ამოცანა, აქტუალობა:

პროექტის მიზანია აჭარა-გურიის ციტრუსოვანთა პლანტაციებში მავნებელ-დაავადებების სპექტრის გამოვლენა-დიაგნოსტიკა, გავრცელების არეალის, განვითარების ინტენსივობის დადგენა, დაავადების გამომწვევი მიკროორგანიზმების პათოგენური და ვირულენტური თვისებების შესწავლა, სახეობრივი მრავალფეროვნების კვლევა პჯრ მეთოდით, პათოგენთა კოლექციის შექმნა, მავნებელ-დაავადებების მიმართ გამძლე ჯიშების გამოვლენა. წარმოდგენილი პროექტის მიზნის შესასრულებლად  შესწავლილი იქნება როგორც რეგიონში მასიურად გავრცელებული (მეჭეჭიანობა, ფიტოფტოროზი, მელანოზი, გომოზი, ანთრაქნოზი, სიდამპლეები, ალტერნარიოზი, ვერტიცილიოზური ხმობა, ფარიანები, ცრუფარიანები, ტკიპები, ფრთათეთრები, ბუგრები და სხვ), ისე ახლად ინვაზირებული მავნებელ–დაავადებები. პროექტის განხორციელების პერიოდში განსაკუთრებული ყურადღება იქნება გამახვილებული იმ საკარანტინო მავნებელ-დაავადებებზე რომლებიც უფრო ინტენსიური გავრცელებითა და საკმაოდ მაღალი აგრესიულობით გამოირჩევიან და შესაბამისად მათგან გამოწვეული ზიანიც მაღალია, რაც ცალსახად მიუთითებს ამ დარგში ჩასატარებელი კვლევების აქტუალობაზე. პროექტი აქტუალურია იმითაც, რომ პირველად საქართველოში სრულყოფილად იქნება შესწავლილი ციტრუსოვანთა პლანტაციებში არსებული ფიტოსანიტარული მდგომარეობა. გამოვლენილი იქნება დაავადებების გამომწვევი პათოგენები, მოხდება მათი მორფოლოგიურ-კულტურალური თვისებების შესწავლა, თანამედროვე სტანდარტებით შენახვა ციტრუსოვანი კულტურების პათოგენთა კოლექციაში.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა