ქართველოლოგიის ცენტრი

სარფი

სამეცნიერო პროექტი -  სარფი

სამეცნიერო პროექტის ხელმძღვანელი - პროფესორი მალხაზ ჩოხარაძე 

სამეცნიერო პროექტის შემსრულებელი - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართველოლოგიის ცენტრი

სამეცნიერო  პროექტის დაფინანსების წყარო - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისამეცნიერო პროექტის განხორციელების ვადა - 2014 -2015 წწ.

სამეცნიერო პროექტის მიზანი - სახელმწიფო საზღვრით გაყოფილი სოფლის კომპლექ¬სური შესწავლა. ავტორთა ინტერესს მრავალი მიზეზი განაპირობებდა; მათგან საგანგებოდ უნდა აღინიშნოს, რომ დროთა მდინარება დაუნდობლად შლის ძველის კვალს შავი-ზღვის¬პირეთშიც და მის მიღმაც - ერთ დროს ჩაკეტილ და მიუვალ ხეობებში. ამი¬ტომ საშური საქმეა, ერთი მხრივ, ფართომასშტაბიანი და კომპლექსური კვლე¬ვე¬ბი, მეორე მხრივ, ცალკეული ნაწილების, დეტალების გულმოდგინე შესწავლა, რა¬თა თანდათან მყარი საფუძველი შეექმნას ,,მთელის“ მეცნიერულ პორტრეტს.

სოფლის ორ სახელმწიფოში არსებული ნაწილები, ათეული წლების განმავლობაში, სხვადასხვა პოლიტიკურ და კულტურულ გარემოში ვითარდებოდა.  კულტურათა დიალოგის ამ უნიკალური შემთხვევის შესწავლა კი, წყაროებისა და სამეცნიერო ლიტერატურის ანალიზთან ერთად,  აუცილებლად გულისხმობდა სხვადასხვა დარგის სპეციალისტების ინტენსიურ საველე მუშაობას ორივე სარფში.

სამეცნიერო პროექტზე მუშაობდნენ: პროფესორები მალხაზ ჩოხარაძე (პროექტის სამეცნიერო ხელ¬მძღვანელი),  ლილე თანდილავა (პროექტის მენეჯერი), მა¬მია ფაღავა,  ომარ მემიშიში,  მაია ბარამიძე, ჯემალ ვარშალომიძე,  ნუგზარ მგელაძე, ზაზა შაშიკაძე, ჯემალ კარალიძე, თინა შიოშვილი, მანანა თავდგირიძე, ციალა ნარაკიძე, ჯემალ მიქელაძე.

სამეცნიერო პროექტის შედეგები - გამოიცა ავტორთა ჯგუფის ვრცელი მონოგრაფია „სარფი“. იგი პირველი ცდაა თითქმის საუკუნის წინათ გაყოფილი სოფლის ერთიანად, კომპლექსურად შესწავ¬ლისა. მონოგრაფია მოიცავს B 5 ფორმატის 770 გვერდს და ორი ნაწილისგან შედგება. პირველი ნაწილი წარმოადგენს სამეცნიერო გამოკვლევას და მოიცავს პარაგრაფებად დაყოფილ ექვს თავს. კერძოდ: I. სარფის ისტორიისათვის; II. სარფი  - ეთნოგრაფიული პორტრეტი; III.  სარფი თაობათა მეხსიერებაში; IV. სარფი მხატვრულ ლიტერატურაში; V. სარფის ფოლკლორი; VI. ლაზურის ხოფურ-ჩხალური კილოკავი და სარფის მეტყველება. მეორე ნაწილში (გვ. 598 - 766)  წარმოდგენილია სარფული ტექსტები - ფოლკლორული და დიალექტოლოგიური მასალა. ნაშრომს თან ერთვის ბიბლიოგრაფია და რეზიუმე ინგლისურ ენაზე.

სარფის შესახებ ვრცელი მონოგრაფიის გამოცემამ, შექმნა პრეცენდენტი მეტად სპეციფიკური ისტორიის მქონე ორად გაყოფილი ერთი ლაზური სოფლის კომპლექსური შესწავლისა, ჩამოყალიბდა კვლევის ერთიანი მეთოდოლოგია, რაც საშუალებას მოგვცემს ანალოგიური კვლევები ვაწარმოოთ სხვა მსგავსი ბედის მქონე სოფლის (მაგ., მარადიდის) თუ ხეობის (მაგ., მაჭახლის) შესახებაც.

მონოგრაფიამ თავი მოუყარა სარფის შესახებ არსებულ მასალებსა და შეხედულებებს, ამასთან, იგი არაერთი სიახლის შემცველია ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ისეთ დარგებში, როგორიცაა ლინგვისტიკა, ფოლკლორისტიკა, ეთნოლოგია, ისტორია. 
 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა